რეგისტრირებული ფაქტები90407
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ბუია რატიანის საქმე განიხილა. მას ღირსების აყრა და გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი. იგი გაამართლეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე ფარნა გეგელია გაამართლეს. ბრალდებული თავს თვითონ იცავდა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში 140 წლის კაცი – წიბო გაზაშვილი ცხოვრობდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გამგეობის წევრად ქართული გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ქვარიანი დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევის შვილებმა გადაწყვიტეს, თბილისის მომავალი პოლიტექნიკუმისთვის 50 000 მანეთი შეეწირათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში ვლადიმერ მესხიშვილის იუბილეს მომწყობი კომისია აირჩიეს, რომელსაც წარმოდგენის გამართვა დაავალეს.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წელს პელაგია ჯინორიძის ორსართულიანი ქვის სახლი ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში იყო დაგირავებული.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუია რატიანს სალხინოში მიურატის პრინცესაზე თავდასხმა ედებოდა ბრალად.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ფეოდოს დანიელის ძე ცურკანი ახალციხის მაზრის სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ანისიმ ანდრიას ძე ლიულინი ახალციხის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ნიკიფორე ივანეს ძე ზნამეროვსკი ელიზავეტპოლის მაზრის სახელმწიფო ქონების რწმუნებული იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს იორონიმე სოლომონის ძე ალექსეევ-მესხიევი თელავის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს მიხეილ ბართლომეს ძე თუმანოვი თბილისის საქალაქო გუბერნატორთან არსებულ განსაკუთრებულ დავალებათა განყოფილების უმცროსი ჩინოვნიკი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კაპიტანი ანდრია გრიგოლის ძე ჩარნეცკი თბილისის გუბერნიის სამშენებლო კომისიის საგზაო ინჟინერიის განყოფილების წევრი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს გრიგოლ ფილიპეს ძე ბუჟინსკი თბილისის გუბერნიის პოლიციის პირველ განყოფილებაში კერძო ადვოკატად მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კაპიტანი ალექსანდრე ანდრიას ძე ასტაფაევი თბილისის სამხარეო სამმართველოს (სამხედრო მიმართულების) ხელმძღვანელი იყო.

