რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვალს კოლაუ ნადირაძემ მამას, გალაქტიონ ნადირაძეს, ქუთაისიდან ჩოხატაურში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ქუთაისის გიმნაზია პირველი მარტიდან უნდა გახსნილიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოკერიას და თედორაძის დაკრძალვას ოცი ათასი კაცი დაესწრო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაცაძემ მდიდარი ვაჭრის, ბეგლარ ვართანოვის მაღაზია გაძარცვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე პეჩენევსკი, გ. გაბუნია, იზრაილ არსალუკოვი, ინზა მასაევი და ისაბრო ხანოვი იარაღის უკანონო ფლობის გამო რკინიზის სადგურზე დააკავეს.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გ. ა. ანდრონიკაშვილი გურჯაანში, ახტალაში, მუკუზანში და წინანდალში ვენახებს ფლობდა.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არჯევანიძე და ჩხეიძე ბოროწინასა და დაძგვერიაში აბანოებს ფლობდნენ.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მანაგაძე მადნის მფლობელი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. თოთიბაძე თბილისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ბერულავა ღამე ადიდებულ წყალში დაიხრჩო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კრიკორ ალახვერდოვმა მემკვიდრეობის გამო 11 წლის ბიძაშვილი მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ექვთიმე რევაზის ძე ნაცვლიშვილმა ევგენი თ. შარაშიძეს ფულიანი ქისა ამოაცალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია კალოვის მამულში პოლიციის ახალი შენობა აშენდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაგრატ ვანუჩავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბროძელი საგუბერნიო ექიმის თანაშემწე იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიკო გოგიჩაიშვილმა და ალექსი გოქაძემ შერვაშიძის მეეტლე გაქურდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ბორისოვს სახაზინო რევოლვერი მოპარეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მნაცაკან არტემის ძე კოხტიევი, წყალობა ბაგდანის ძე არუთინოვი, ნატალია ბაგდანის ასული აგზამანოვი, ევგენია ბაგდანის ასული ხეჩუმოვი და სოფიო არტემის ასული ტერ-სტეფანოვი ნათესავებს აუწყებდნენ ნინო ბაგდანის ასული კოხტიევის გარდაცვალებას.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კურცხალია შეშის მაღაზიის გამე იყო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, აღმოსავლეთ ციმბირის მე-16 პოლკის ჯარისკაცი, ალექსანდრე ვაშკიძე იაპონელებმა ტყვედ აიყვანეს.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალექსანდრე ნიკიტინმა „ჩერნომორსკი ვესტნიკი" იყიდა.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კრასნიანსკი კანტორის მეპატრონე იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ჯავახიშვილი „ვეტცელის თეატრის“ გამგე იყო.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 20 თბერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, სტეფანე ფეიქაროვი ქალაქ ქუთაისში მაღაზიას ფლობდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ნიკოლოზ ივანეს ძე აბულაძის გარდაცვალებას იუწყება. დაკრძალვა 19 თებერვალს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო დაგეგმილი.

