რეგისტრირებული ფაქტები90434
სორტირება თარიღი კლებადობით
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე (გახსნა ფილიპე მახარაძემ) იმსჯელეს სასურსათო და საფინანსო მდგომარეობასა და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ (გახსნა ფილიპე მახარაძემ) საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე იმსჯელეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, საადგილმამულო პოლიტიკასა და ქართული წითელი არმიის შექმნაზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართველი სპარსელების შესახებ შეხვედრების გამართვას აპირებდა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, ავადმყოფობის გამო შენთან მოსვლა ვერ მოვახერხეო.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წელს ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლიდან სამუშაოდ გადავიდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წელს იროდიონ სონღულაშვილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ხაზინადარი იყო.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წელს წიგნების გამომცემელმა და გამავრცელებელმა ქართველთა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას მისწერა, რომ თანახმა იყო წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის გადაეცა. ეს საქმე დაავალეს წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გამგეობის მდივანს, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წელს გიორგი გრიგოლის ძე ელიავა მეუღლესთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა და კადიკსის N15-ში ცხოვრობდა. იგი თბილისის უნივერსიტეტისგან ლლოიდ ბანკში 1300 ფრანკს იღებდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძე საცხოვრებლად თბილისში გადასვლას აპირებდა.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925-1932 წლებში დავით გაჩეჩილაძე მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მაღაროებში ტექნიკ ნორმადარად.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წელს მიხეილ მრევლიშვილმა მუშაობა დაიწყო გაზეთ „მუშას“ მუშათა კორესპონდენტად.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925-1928 წლებში ნიკოლოზ მრევლიშვილი იყო მოსკოვის შრომის სტატისტიკური ბიუროს სტატისტიკოსი.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925-1956 წლებში კალე ბობოხიძე იყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრი.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925-1926 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების რეგისტრატორი.

