რეგისტრირებული ფაქტები87599
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ჩატარდა მასწავლებელთა ყრილობა, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე მდივანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თევდორე კიკვაძე იყო ქართული შრიფტის კომისიის კრების თავმჯდომარე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო თავდგირიძე ცენტრო-ბანკის წარმომადგენელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყიფიანი იყო საქართველოს ციხეთა ინსპექტორი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩიქოვანი იყო ახალციხის ციხის უფროსი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მ. გოგოლაძე იყო სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გ. საათაშვილი იყო ბუღალტერიის კურსების ხელმძღვანელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის პატივსაცემად გამართულ სადილს 20-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ქალაქის გამგეობამ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას სთხოვა აგრონომ შადინოვისთვის თანხა გადაედოთ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციამ გრიგოლ ბეჟანოვის დიდ დუქანში ყალბი გირვანქიანები აღმოაჩინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციამ თბილისში, კუკიის ქუჩაზე, ვართანოვის ფურნეში აღმოაჩინა ყალბი გირვანქიანები.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ჰაიდელბერგში ყოფნისას 23 წლის იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ჰაიდელბერგში საუკეთესო საზოგადოებაში იყო მიღებული. იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცეოდა ყოფა-ქცევის, ზრდილობის, სწავლა-განათლებისა და ფრანგულად საუბრის დამსახურებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ჰადელბერგში გერმანელი ქალები, პატივცემული ოჯახის დედები მას იგონებდნენ, როგორც „den Mingrelischen Prinzen-ს”.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ბერლინის გაზეთის „Tagesblatt-ის” ცნობით ჰაიდელბერგში ქალები მის შესახებ იგონებდნენ თუ რა ჩვევები ჰქონდა ლაპარაკის დროს და რა სიტყვების გამოყენება უყვარდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა ჰადელბერგში ცხოვრების დროს 1870 წელს, როცა გერმანიაში პატრიოტიზმი მომძლავრებული იყო არ მიიღო გერმანული იდენტობა და სამეგრელოს თავადად დარჩა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ვისბადენსა და ჰამბურგში დიდხანს ცხოვრობდა თავის დედასთან, დასთან, უმცროს ძმასთან და აღმზრდელთან ერთად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს ვისბადენსა და ჰამბურგში აღმზრდელად ფრანგი ქალი ჰყავდა.

