საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93141

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წელს თედორე მარგალიტაძე გაუსამართლებლად დახვრიტეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წელს ბათუმში ეჭვის ნიადაგზე დააპატიმრეს ახალგაზრდა მკერავი, სოციალ-დემოკრატი მარო ქიქავა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ივანე ყაზბეგს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

ლევან მაღალაშვილი გარდაიცვალა ტუბერკულოზის დაავადებით 1926 წელს. დაკრძალულია იქვე.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კირილე ქუთათელაძეს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926-1928 წლებში იოსებ გედევანიშვილი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის დირექტორად მუშაობდა.

1926

ტიპი: ორგანიზაცია

1926-1939 წლებში შალვა ბერიძის, მიხაკო წერეთლის, ლეო კერესელიძის და სხვათა ჩამოყალიბებული ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ გამოსცემდა გაზეთს „თეთრი გიორგი“, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926-1939 წლებში გაზეთში „თეთრი გიორგი“ ლეო კერესელიძის 50-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ალექსანდრე ქონიაშვილი ვარშავის არმიის დივიზიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ალექსანდრე ქონიაშვილს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი. მან სიმპათია გამოთქვა ქართველი ხალხისადმი, მაგრამ განაცხადა, რომ იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მის საერთაშორისო აქტებს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) განიხილეს საქართველოს თანამედროვე შინაური და საგარეო მდგომარეობა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდმა სახელმწიფოებმა იურიდიულად ცნეს საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობა, ერთა ლიგა ყოველი ახალი წევრის მიღებას უნდა უმორჩილებდეს ამ უკანასკნელისგან რეალურ გარანტიას, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს აასრულებს. სომხეთის ლიგის წარმომადგენლის, ხატისიანის წინადადებით რეზოლუცია გავრცელდა სომხეთზეც.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – ანანია სტურუა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წელს დავით ჩუთლაშვილი ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს და ფეხისალაგში ჩასვეს. მეტეხში ჩეხოსლოვაკიის ახალგაზრდების დელეგაციას განუცხადა, რომ ფეხისალაგში ახრჩობდნენ იმიტომ, რომ 27 წელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა. პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს გლეხი დიომიდე მარგალიტაძე დააპატიმრეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს დააპატიმრეს გლეხი, სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე, რომელიც ძმასთან, თედორესთან, ერთად მონაწილეობდა აჯანყებაში, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო გურიაში.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო 26 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოდენკურის ორგანიზაციის მდივნის შიო ქურიძის ინფორმაცია „პარტიული ცხოვრება“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე წერილის „ჩვენი ტაქტიკა“ II ნაწილი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ნოე რამიშვილის წერილი „თანამედროვე იმპერიალიზმი და ერთა განთავისუფლება“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა 6-პუნქტიანი მიმართვა „პასუხი ძამანაშვილს და მის ამხანაგებს“ , რომელსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაციის მინდობილობით ხელს აწერენ გიორგი ერაძე, დავით ბუაჩიძე, მიკიჩ ვარდოიანცი, ვალოდია გოგუაძე, ვასო ტუღუში, ვლასა მგელაძე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა წერილი „ადამიანის უფლებათა ლიგის საერთაშორისო ფედერაციის საბჭო საქართველოს შესახებ“ 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის აღამასრულებელი ორგანოს, საბჭოს, სხდომის შესახებ, რომლის თავმჯდომარე იყო ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი ვილმოტი.