საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 -1910 წლებში თელავის მაზრის ყაჩაღებმა ხარება ჯიბუტმა და გოგია კენკიშვილმა 95 ტერორისტული აქტი განახორციელეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ჟენევაში არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძემ, გიორგი ილიას ძე გოგელიამ, ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილმა, მიხაკო გიორგის ძე წერეთლმა და სხვ. ფედერალისტების პარტია შექმნეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გადასახლება მოსთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გასახლება მოსთხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კიკვაძემ პირადად დაარწმუნა გუბერნატორი თავის უდანაშაულობაში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს დაპატიმრებულთათვის, რომელთა შორის ყოფილა თედო კიკვაძეც, 200 ცხენოსანი ყაზახი და 50 სტრაჟნიკი მიუჩენიათ თბილისამდე გზაზე, რადგან მთავრობას რევოლუციონერთა მხრიდან თავდასხმისა ეშინოდა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლავროსი გიგილოს ძე კალანდაძე დაიბადა 1903 წლის 22 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეკატერინე პოლიექტოსის ასული გაგოშიძე 1903 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. 20 დეკემბერს მოინათლა. ნათლისღება მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ მედავითნე სოფრომ გაგოშიძესთან ერთად შეასრულა. ნათლია თეიმურაზ გოგოლაშვილის მეუღლე – ელპიტი გვაჯასპირის ასული იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ წერილობით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ქუთაისის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შესრულებისა და ყველა ტიპის სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აუცილებლობის შესახებ.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის 4 დეკემბერს რიონის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოვანე გიორგის ძე მორჩაძე გარდაიცვალა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა რაჟდენ არსენიძის წერილი იმავე წლის 25 ნოემბერს გარდაცვლილი ჰერბერტ სპენსერის მოღვაწეობის შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის „კვალში“ დაიბეჭდა ქრისტეფორე გურგენიძის წერილი 17 ნოემბერს ბათუმის ქალაქის საბჭოზე განხილული საკითხების – გურია-სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიის ბათუმში გადატანისა და ბათუმის საავადმყოფოს მოწესრიგების – შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თამარა გოგოლაშვილის ნათარგმნი „ილიკოს უბედურების“ IV-V თავები.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ ალექსანდრე წულუკიძის „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“ IV თავი დაიბეჭდა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ელიზბარ კონსტანტინეს ძე ზედგინიძე დაიბადა 1903 წლის 23 ნოემბერს თბილისში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 17 ნოემბერს ბათუმის გამგეობის წევრმა, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა, ქალაქის საბჭოს მოახსენა, რომ ბათუმის საავადმყოფოს პერსონალს საცხოვრებელ ბინები სჭირდებოდა, რისთვისაც საბჭოს 6 000 მანეთი სთხოვა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 15 ნოემბერს თბილისის გამგეობამ ალექსანდრე შადინოვის ანდერძი მიიღო. შადინოვმა ქალაქს სმოლენსკის გუბერნიაში მდებარე მამულები უანდერძა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხელოსნების მოურავმა რაფაელოვმა ხელოსნებისთვის სამარხი კასის შექმნა გადაწყვიტა და წესდებაც შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, კასის წევრებს ორგანიზაციაში ჩარიცხვისთანავე 5 მანეთი უნდა შეეტანათ, შემდეგი სამი წელი – 3 მანეთი, მომდევნო 2 წელი – 1. 50, ბოლო 3 წელი კი – მანეთი. 8 წლის შემდეგ სამარხი კასის წევრებს უბედური შემთხვევების დროს შემწეობა მიეცემოდათ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 8 წლის წინ „ხელოსნების უსტაბაშმა“ რაფაელოვმა სახელოსნო გამგეობის წინაშე ხელოსნებისთვის სამკურნალოს გახსნის მოთხოვნით შუამდგომლობა აღძრა და 500 მანეთი შეაგროვა, რომელიც სახელმწიფო ბანკში შეიტანა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხელოსნების მოურავმა რაფაელოვმა სახელოსნო გამგეობის წინაშე შუამდგომლობა აღძრა, რომ ახლადშექმნილი ორგანიზაციის „სამარხი კასის“ ანგარიშზე მის მიერ 8 წლის წინ სახელმწიფო ბანკში შეტანილი 500 მანეთი ძირითად ფულად გადასულიყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის 12 ნოემბერს გრიგოლ ჩხაიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლის ნოემბერში ისიდორე სამსონის ძე ჯაში დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ქვენობანში.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის ნოემბერში ალიბეგოვის წიგნი „სახალხო განათლება საქართველოში“ რუსულ ენაზე გამოიცა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დაიბადა 1903 წლის 20 ოქტომბერს.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის 10 ოქტომბერს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე მუხრანბატონი.