საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად იონა ვაშაძე და ვლადიმერ ჭიჭინაძე იყვნენ მუშები.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში იონა ვაშაძე და ვლადიმერ ჭიჭინაძე არცერთ პარტიაში არ ირიცხებოდნენ.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ ვლადიმერ ლოლუაშვილი, კოწია მიქაბერიძე, ლავრენტი მიქაძე, ლავრენტი კვინიხიძე და მიხეილ (მიხა) ცქიფურიშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად, ვლადიმერ ლოლუაშვილი, კოწია მიქაბერიძე, ლავრენტი მიქაძე, ლავრენტი კვინიხიძე და მიხეილ (მიხა) ცქიფურიშვილი იყვნენ გლეხები.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 35 წლის შალვა დოლიძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში შალვა დოლიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 28 წლის იუსტინე შარიქაძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში იუსტინე შარიქაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ კონსტანტინე (კოწია) სამყურაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოში კონსტანტინე (კოწია) სამყურაშვილი მრეწველობით იყო დაკავებული.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 21 წლის ვანია დუშუაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში ვანია დუშუაშვილი იყო ვაჭარი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 25 წლის ელო ლელუაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში ელო ლელუაშვილი იყო ვაჭარი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულების მიერ მოკლული მაქსიმე ქველიაშვილი „ქუთაისის გამასწორებელი სახლის“ მუშაკი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში გურიაში აჯანყებულებთან შეტაკების დროს დაიღუპა მარუსია დობორჯგინიძე.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში მარუსია დობორჯგინიძე კომკავშირელი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ მოსამსახურეები ვლადიმერ (ვალოდია) ანთიმოზის ძე ჯორბენაძე, გოლა იოსელიანი და ვლადიმერ (ლადო) ბურჯანაძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 31 ივლისს სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილი საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არასდროს მდგარა მათ მხარეს. მეორე ბრალდება ის იყო, რომ ბობოკაშვილი სახლში მალავდა და იფარებდა ნოე ხომერიკს. ბობოკაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე იყო გურული და ხომერიკი მათ ესტუმრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, ხომერიკმა მათთან დაჰყო 4-5 დღე, რის შემდეგაც ბობოკაშვილმა მეუღლეს სთხოვა სტუმარი სახლიდან გაეშვა. მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რომ ხომერიკი იყო. ხომერიკმა ერთხელ მიიყვანა მათთან ვანო ხმალაძეც.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილის საქმის მიხედვით, მას ჰყავდა პურის მცხობელი მშობლები, ისინი თესდნენ პურს. მუღლე − ლეონიდა, 27 წლის, მსახურობდა მე-12 კომისარიატში, ცხოვრობდა დიდუბეში; შვილები − რევაზი, 11 წლის; მერი − 6 წლის.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 26 ივლისს დაიწყო დაპატიმრებული აკაკი ევგენის ძე ადამიას საქმის წარმოება.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 14 ივლისს გიორგი სალუქვაძე ივანე ცომაიასთან ერთად გადაიყვანეს თბილისის ჩეკაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 11 ივლისს გიორგი სალუქვაძე დაკითხეს ოზურგეთის პოლიუტბიუროში.მან უარყო კავშირი იროდი ხომერიკთან, ასევე ცნობა პარტიაში ვანო ცომაიას საქმიანობის შესახებ.

1924

ტიპი: ავტორობა

საქმეს თან ერთვის ვ. ჩიტაშვილის დასმენის ორი წერილი. პირველში ის ამტკიცებს, რომ სალუქვაძე გურიის არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მისი ფსევდონიმები იყო „ამირანი“, „გოქაპირი“, „რევაზი“, დასმენის მეორე წერილში ჩიტაშვილი ვანო ცომაიას შეიარაღებული ბანდის წევრად მოიხსენიებს.