საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში შტაბს-კაპიტანი გიორგი დავითის ძე ერისთავი გორის საუბნო გამომძიებელი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელია სამი წელი იჯდა ციხეში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობამ ვასილ ჩხიკვაძის საქმის გამოძიება მღვდელ გიორგი ტყეშელაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობამ ვასილ ჩხიკვაძის საქმის გამოძიება მღვდელ გიორგი ტყეშელაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს მელიტონ ვასილის ძე ქელბაქიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბერს ახალი სენაკის საკრებულოს დარბაზში აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ წარმოადგინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს პედაგოგი სტეფანე ძიმისტარაშვილი დაასაფლავეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დარკვეთში საფერშლო სადგური მოაწყვეს და ფერშლად ვ. კვიკვიძე დანიშნეს.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გადამდგარი პოლკოვნიკი სიმონ ოსიპის ძე სერებრიაკოვი გორის სამხარეო უფროსი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ლაზარე პეტრეს ძე ალხაზოვი ხიდისთავის საუბნო გამომძიებელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გიორგი ტყეშელაშვილი მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კოლეგიის მდივანი გიორგი სტეფანეს ძე მიზანდაროვი გორის სამხარეო უფროსის დამხმარე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ალექსანდრე იაკობის ძე შარშანოვი გორის სამხარეო უფროსის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იგნატ ტიმოფეის ძე გრჟეგელევსკი თბილისის სამხარეო მოსამართლის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ზაქარია მიხეილის ძე ზუბალოვი თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს თბილისის სამხარეო ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელ ვასილ ჩხიკვაძის თავგასული ქმედებების გამო გლეხებმა მისი სოფლიდან გაძევება მოითხოვეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ნესტორ წერეთელმა გამოსცა წიგნი „მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობა“.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ფიოდორ სტეფანეს ძე ზაიკოვსკი თბილისის სამხარეო მოსამართლე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ყარამან ჩიქოვანი და ზ. ბაბანასიანცი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში მუშაობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსკოვში გამართულ ილიას საღამოზე თამარ ძნელაძემ და გიორგი ქარცივაძემ ქართული სიმღერები შეასრულეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ექიმი ბ. ნავასარდიანი ვენერიული დაავადებების მქონე პაციენტებს საკუთარ კლინიკაში მკურნალობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ა. კარაპეტიანცი და ი. პროტასევიჩი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში მუშაობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ა. მ. პუგინოვი და ა. ი. დუნაევა-რუდენკო ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში მუშაობდნენ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მოსწავლეებს ქალთა გიმნაზიებიდანაც იღებდნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სისხლის სამართლის საქმეთა მწარმოებელი ბიკენტი ივანეს ძე ნეპოკოიჩიცკი თბილისის გუბერნიის პროკურორი იყო.