საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93513

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრებაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსის ჩატარების მომხრეებს სამსონ ფირცხალავამ შეახსენა, რომ ეს მეტად ძვირი საქმე იყო და მაგალითად მოიყვანა ფ. შოპენის ძეგლისთვის გამოცხადებული კონკურსი, რისთვისაც პოლონელებს 5000 მანეთი ჰქონდათ გამოყოფილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების მონაწილეებს ივანე ზურაბიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს აინტერესებდათ, რამდენი დაჯდებოდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის გაკეთება და საამისოდ რა სახსრები არსებობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

პეტრე სურგულაძემ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს შეახსენა, რომ როცა ფ. შოპენის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსი გამოცხადდა, პოლონელებმა მოითხოვეს, ავტორი უსათუოდ პოლონელი ყოფილიყო. მომხსენებლის აზრით, ასევე უნდა მოქცეულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაც – ქართველისთვის უნდა მიენდო ილიას ძეგლის გაკეთება. ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირა კრების მონაწილეთა უმეტესობამ: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, გიორგი გვაზავამ, ლუარსაბ ბოცვაძემ, სამსონ ფირცხალავამ. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ივანე გომელაური.

1908

ტიპი: ავტორობა

სამსონ ფირცხალავამ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პოზიცია: ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთება უნდა მიენდოთ იაკობ ნიკოლაძისთვის, როგორც ქართველი მხატვრისთვის, რადგან ძეგლის დადგმას ორი მიზანი ჰქონდა: ილიას პატივისცემა და ქართული ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ: სამსონ ფირცხალავა, პეტრე სურგულაძე, ივანე ჯავახიშვილი, სამსონ ყიფიანი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, ეკატერინე გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, იოსებ მერკვილაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ივანე გომელაური, სიმონ ოცხელი და კიტა აბაშიძე.

პირები
გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა) ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი ივანე მიხეილის ძე გომელაური იოსებ (სოსიკო) ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (სოსიკო მაჭავარიანი) პეტრე როსტომის ძე სურგულაძე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) სიმონ ივანეს ძე ოცხელი ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (უგვარო, ფ. პატრიშვილი) ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე მირიანაშვილი
წყარო

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმის მიხედვით, სამსონ ფირცხალავამ კრებას შესათავაზა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვა: 1. საჭირო იყო თუ არა ილიას საფლავზე ძეგლის დადგმა. 2. ძეგლი იაკობ ნიკოლაძის მოდელის მიხედვით გაკეთებულიყო თუ სხვა მოქანდაკისთვის მიენდოთ ეს საქმე. 3. რა სახსრებით უნდა გაკეთებულიყო ძეგლი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისს, ღამის პირველის ნახევარზე, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის საკითხის გადასაწყვეტად მოწვეული კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების დელეგატები: ეკატერინე გაბაშვილისა და მარიამ დემურია (ქალთა საზოგადოება), ალექსანდრე სარაჯიშვილი (საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), იოსებ მერკვილაძე (წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოება), სიმონ ოცხელი და სამსონ ყიფიანი (ქუთაისის ქართული გიმნაზია), ალექსი მირიანაშვილი (ჟურნალი „ნაკადული“), ქაიხოსრო ქავთარაძე (გაზეთი „ამირანი“), კიტა აბაშიძე (ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ივანე გომელაური (ჭიათურის დრამატული საზოგადოება); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: იაკობ ღულაძე (თავმჯდომარის ამხანაგი), პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სამსონ ფირცხალავა. კრებას ესწრებოდა ათი გარეშე პირიც.

პირები
გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა) ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა იაკობ სოლომონის ძე ღულაძე ივანე მიხეილის ძე გომელაური იოსებ (სოსიკო) ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (სოსიკო მაჭავარიანი) პეტრე როსტომის ძე სურგულაძე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) სიმონ ივანეს ძე ოცხელი ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (უგვარო, ფ. პატრიშვილი) მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე მირიანაშვილი
წყარო

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა დაწესებულების ორმოცამდე დელეგატი ესწრებოდა, საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე უძღვებოდა. გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ დამსწრეთ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოკლე ისტორია გააცნო.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებამ ვერ მიიღო იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ დაადგინა, ეს საკითხი 30 აგვისტოს – ილიას გარდაცვალების წლისთავზე – გამართულ ახალ კრებაზე განეხილათ და ძეგლის საქმის გაძღოლა საზოგადოების გამგეობას მინდობოდა. დადგენილებას ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე იაკობ ღულაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრების ბოლოს სიმონ ოცხელმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ილიას ძეგლის დადგმა, რომლის მოდელის შეფასება სპეციალისტებისთვის უნდა მიენდოთ, ფულზე ზრუნვა კი დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიულმა საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა კომიტეტმა (თავმჯდომარე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე) 7 ივნისს მოისმინა საზოგადოების გამგეობის მოწოდება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განსახილველ კრებაზე დასასწრებად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს სარევიზიოდ 20 მანეთი გადასცეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 6-დან 12 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 320. 32 მანეთი და დაიხარჯა – 118. 65.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ასი მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სასკოლო პროგრამის შედგენის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუცია ქუთათელაძის თხოვნა ილია ჭავჭავაძის თხზულებების უფასოდ გადაცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე ჯორჯაძის თხოვნა ბრიუსელის ქართველი სტუდენტებისთვის წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 575. 48 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3064. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 ივნისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლ სიმონ დავითის ძე წერეთელსა და მეორე გილდიის ვაჭარ ნ. ს. როზენფელდს შორის დაიდო ხელშეკრულება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის აგების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 ივნისს მოსკოვის ქართველთა საზოგადოებამ წერილით აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მცირედი წვლილის სახით 100 მანეთს სწირავდნენ ილია ჭავჭავაძის ფონდს. ხელმომწერები იყვნენ თავმჯდომარის ამხანაგი ივანე თულაშვილი და მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ხორავა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 7 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოების მთავარმა კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 15 ივნისისთვის დანიშნულ კრებაზე დასასწრებად აირჩია ორი წარმომადგენელი – იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) და ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე (კომიტეტის წევრი). მათ დაევალათ კრების ანგარიშის წარდგენა მთავარი კომიტეტისთვის.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის ანგარიში.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ მალე ხელმეორედ აპირებდა ვერის ბიბლიოთეკის გახსნას, ამიტომ ბიბლიოთეკის წიგნებს ვერ გადასცემდა ავლაბრის ბიბლიოთეკას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობის შესახებ.