რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში პირველი რიგის ხმოსანთა არჩევნები თავიდან დანიშნეს და კანდიდატთა სიიდან ამოშალეს შემდეგი პირები: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი, ივანე სიმონის ძე მესხი, ნიკოლოზ მარკოზის ძე კანდელაკი და პავლე გოჯასპინის ძე ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება, რომლითაც მან პასუხი გასცა სოფრომ მგალობლიშვილს ბრალდებაზე ვითომდა მისი ნაწარმოები „ღამის მეხრე ცეცო“ შემოკლებით და დამახინჯებულად გამოსცა. ჭიჭინაძის თქმით, თავად მგალობლიშვილმა დართო ნება, როგორც მოხერხდებოდა ისე დაებეჭდა ხსენებული ნაწარმოები და ამის დასტურად მას მწერლის წერილიც აქვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 19 იანვარს ქართულ დრამატულ დასს უნდა წარმოედგინა ჟირარდენის დრამა „ორ ცეცხლ-შუა“ , თარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვარს თბილისში ჩამოვიდა აკაკი ჩხენკელი, რომელსაც სადგურზე დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე მინისტრის პირად მდივან ნაზარიშვილთან ერთად.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაზარიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მდივანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის მისიის უფროსი, გენერალი ნონანკური, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, პოლკოვნიკი სტოკსი, საბერძნეთის რწმუნებულის წარმომადგენელი და ინგუშთა დელეგაცია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლკოვნიკი სტოკსი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის თავმჯდომარე, ცნობილი გეოგრაფი პროფესორი რიკიერი სხდომაზე წრის სახელით მიესალმა ქართველ ხალხს და სიტყვა გადასცა პროფესორ ნოვაროზეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის სხდომაზე პროფესორმა ნოვაროზემ წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც დაწვრილებით განიხილა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ საქართველოს ესაჭიროებოდა პირველადი მოხმარების საგნები, მაშინ როცა მას უამრავი ნედლი მასალა მოეპოვებოდა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოქალაქე გვალია დაპატიმრებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1919 წლის 29 ნოემბრის ბრძანების დარღვევისთვის. მას აღმოაჩნდა 3 შაშხანა ტყვიებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის ზედამხედველმა ნიკიფოროვისამ, რომელიც 18 წლის განმავლობაში დიდი პასუხისმგებლობითა და წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას, დატოვა ზედამხედველის პოზიცია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმის ეპარქიაში სამრევლო სკოლების საქმე გაუმჯობესდა მ. ხარლამპისა და იოსებ ბერძენოვის წყალობით. გაიხსნა 5 სამრევლო სკოლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალი წლის ღამეს კოპალაძეს გაუტეხეს სამზარეულო და საკუჭნაო, საიდანაც წაიღეს ყველაფერი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 19 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა ბ. ზეიდლიცს დაავალა „საოჯახო სიებიდან“ ამოეკრიფა ყველა საჭირო ინფორმაცია და დაებეჭდა როგორც სამეცნიერო მასალა. ზეიდლიცმა დაბეჭდა ოთხი რვეული ზაქათალის, ახალქალაქის, შავი ზღვისა და დაღესტნის ოლქების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 20 იანვრიდან ექიმი მ. ა. ისაკოვისა სამეურნეო საზოგადოების დარბაზში წაიკითხავდა ფიზიოლოგიის ლექციებს თბილისის მასწავლებელ ქალთა საურთიერთო დამხმარე საზოგადოების წევრთათვის.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქედაში მცხოვრები პირის აბდულ ეფენდი მიქელაძის წერილი, რომლითაც ის საზოგადოებას ატყობინებს, რომ დიდი თოვლისა და ცუდი ამინდების გამო გზები დაზიანდა და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ასევე მისი გადმოცემით სკოლების არარსებობა დიდი დაბრკოლება იყო ახალგაზრდებისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ დამოუკიდებლად დაიწყეს წიგნების კითხვა და კარგი იქნებოდა თუ წიგნების მიწოდებითა და წერა-კითხვის სწავლებით დაეხმარებოდნენ მათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის საბჭოს გადაწყვეტილებით ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიისთვის შეტანილი 14 000 მანეთი პეტერბურგის უნივერსიტეტიდან უნდა გადმოეტანათ თბილისში და გაენაწილებინათ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბჭოს აზრით იმსახურებდნენ დახმარებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ აბაშიძის შესრულებამ დრამაში „ორ ცეცხლ-შუა“ დიდად არ აღაფრთოვანა მაყურებელი, რადგან მას არ ჰქონდა შესაფერისი როლი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ აბაშიძემ, მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა და კ. მაქსიმიძემ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი როლები ოპერეტაში „რაინდი უშიშარი და გულმართალი“.

