საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93528

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ივანე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი ხელნაწერი გადასცა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ნაწილის 35778 ეგზემპლარი, მეორისა კი – 25797.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა დავით კლდიაშვილის მოთხრობების 531 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს პირველი ნაწილის 8480 ეგზემპლარი, მეორისა – 9406.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 2400 ეგზემპლარად გამოსცა ილია ჭავჭავაძის „უცნაური ამბავი“.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 2400 ეგზემპლარად გამოსცა ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური ნაწარმოები „ბურჯი ეროვნებისა“ 581 ეგზემპლარად გამოსცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი საქართველოს საარქივო და საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს იოსებ ლეჟავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიწა შესწირა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს იაკობ ორჯონიკიძე ბესარაბიის მეღვინე-მევენახეობის სკოლის მოსწავლე იყო.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ესტატე ალექსანდრეს ძე ჩახნაშვილი როსტოვის ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908-1909 წლების ხელნაწერში წარმოდგენილია სია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრებისა და აღნიშნულია, რომ თითოეულ მათგანს ყოველწლიურად სამ-სამ მანეთი უნდა გადაეხადა: კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი, ანნა ტერ-გრიგოროვისა, მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, ქ. ხახუტაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, სოფრონ ზედგინიძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი, კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, ზ. ბაიბურთელი, ანნა სტეფანეს ასული ფირალიშვილი (ფირალოვისა), ივანე ვასილის ძე ხმალაძე, როზა გრიგოლის ასული ალელიშვილისა, ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი, მთავარდიაკონი გრიგოლაშვილი, ვასილ გამრეკელი, გიორგი ყანჩელი, ვარვარა მელიქოვისა, მარია ხერხეულიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, გიორგი ჩიკოიძე, ალექსანდრე ხერხეულიძე, მიშო ერისთავი და თამარ გიორგის ასული ვაჩნაძისა.

პირები
ანა სტეფანეს ასული ფირალიშვილი გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე (ღოღაბერიძე) დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე თამარ ლევანის ასული ერისთავისა ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი იოსებ პავლეს ძე მაისურაძე კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე როზა გრიგოლის ასული ალელიშვილი სოფრონ ზედგინიძე ა. ვ. ფედატოვი ვარვარა მელიქოვისა ქ. ხახუტაშვილი ანა ტერ-გრიგოროვისა მარია ხერხეულიძე გიორგი ყანჩელი გიორგი ჩიკოიძე ალექსანდრე ხერხეულიძე ზ. ბაიბურთელი (ბაიბურთი) ვასილ გრიგოლის ძე გამრეკელი თ. ნ. ჩოლოყაშვილი ივანე ვასილის ძე ხმალაძე მიშო ერისთავი კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი გრიგოლაშვილი
წყარო

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლიდან 1914 წლის დეკემბრამდე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლიდან ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს გიორგი ივანეს ძე უფინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ბაგრატ არტემის ძე თოროზოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908-1909 წლებში თამარა მიხეილის ასული თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს დავით ზაქარიას ძე ელერდოვი, ნიკოლოზ სვიმონის ძე ბაშარული, ზაქარია სვიმონის ძე მესხიევი, ალექსი გიორგის ძე დიდებაშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, გიორგი ზაქარიას ძე სხირტლაძე, სპირიდონ პეტრეს ძე სხირტლაძე და ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ბეგლაროვმა, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდულმა და ივანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილმა – საწევრო, 10-10 მანეთი, გადაიხადეს, ალექსანდრე ივანეს ძე გულბათოვმა კი – 5 მან.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – თედო პავლეს ძე აბრამიშვილმა, გიორგი ბალიაურმა, ნიკო სვიმონის ძე ბაშარულმა, გიორგი ბესარიონის ძე ბარათოვმა, გრიგოლ ივანეს ძე ბუჩუკურმა, გაბრიელ მოსეს ძე ბედოშვილმა და ალექსი გიორგის ძე ბერბერაშვილმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.