საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93528

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მშაკის“ ინფორმაციით, ფოთში პურის ვაჭრების რიცხვის მკვეთრი ზრდა შეიმჩნეოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ 5 მარტს სომხური თეატრი წარმოდგენას გამართავდა, რის შემდეგაც 3 კონცერტი ბაქოში ჰქონდათ დაგეგმილი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“  წერდა, რომ 7 საათზე დაინიშნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც დანგელშტატი წაიკითხავდა მოხსენებას კავკასიასა და ინდოეთში ჩაის მოყვანის შესახებ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 7 საათზე დაინიშნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც ლარისიესს 1886 წელს აბრეშუმის მოყვანის თაობაზე ანგარიში უნდა წარედგინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ნოე ხომერიკი მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მსაჯულმა პეტრე იასინსკიმ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 10 მანეთი შესწირა, კონსტანტინე დგებუაძემ და თადეოზ გიორგის ძე კეშილავამ 5-5 მანეთი გადასცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ანდრია ჯაყელი ოზურგეთში დადგმულ დრამა „არსენაში“ მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საფოსტო განყოფილების მოხელე აკოფ ანტონიანცი იღდირის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ერევნის საფოსტო განყოფილების მოხელე მუსა მუსაევი სამუშაოდ გადავიდა ნახიჩევანის განყოფილებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამტრედიის საფოსტო განყოფილების მოხელე კონსტანტინე ბაღდავაძე სამუშაოდ გადავიდა სოხუმის განყოფილებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჯულფის საფოსტო კანტორის თანამშრომლები ალექსანდრე ვაშაკიძე და ალექსანდრე დიხამინჯია ახალ სენაკის განყოფილებაში გადავიდნენ სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სუფსის საფოსტო განყოფილების მოხელე კალისტრატე გახარია ქედის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში სოლომონ ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1.12 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

„ცნობის ფურცლის“ 1898 წლის N152-ში ვანო ლოლუამ მებორნე ალექსანდრე ჯორჯიკია მგზავრებისგან ფულის გამოძალვაში ამხილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ევგენი ჩიჯავაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა ცნობა ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში საზოგადოებრივი სამკითხველოს დაარსების საჭიროების შესახებ. მისი აზრით, საზოგადოებრივი სამკითხველო სოფელში გაზრდილ კრიმინალს შეამცირებდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ინჟინერი ლეონიდ პიატაკოვი საქართველოში ჭარხალ-შაქრის ქარხნის დაარსებას აპირებდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თავადი გიორგი იმერეტინსკი საქართველოში ჭარხალ-შაქრის ქარხნის დაარსებას აპირებდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის აგვისტოში ვიშნევეცკის მამულში დაარსდა ჭარხალ-შაქრის სამეწარმეო ამხანაგობა. ორგანიზაციის წევრები იყვნენ: პ. პუსტინსკი, ლეონიდ პიატაკოვი და გიორგი იმერეტინსკი. ამხანაგობის ძირითადი თანხა 500 000 მანეთს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს საფოსტო კანტორის თანამშრომელი ლიუბოვ ლოგინოვა ბაქოს მე-2 განყოფილებაში გადავიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ონის საფოსტო კანტორის მეექვსე რანგის თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ჭავჭანიძე ბათუმის განყოფილებაში გადავიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ჯულფის მეოთხე განყოფილების თანამშრომელი ვასილი შანიძე ქუთაისის განყოფილებაში გადავიდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის აგვისტოში ვიშნევეცკის მამული ლიდია კლიმოვას ეკუთვნოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საფოსტო კანტორის თანამშრომელი ნიკოლოზ რუსიშვილი მლეთის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.