რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს მიხეილ პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ბათუმის სამმართველომ არქიტექტორ შაპიროს დაავალა, ბათუმის სკოლის საკლასო ოთახები 1903 წლის პირველი ოქტომბრისთვის დაესრულებინა, სხვა სამუშაოები კი – 1904 წლის იანვრისთვის. ხარჯთაღრიცხვა გადასახდელად ქალაქის არქიტექტორისთვის უნდა გადაეცათ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქირურგი-ორთოპედი ვ. გრ. სობოლევსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
არშენაკ აკოფის ძე ღარიბიანცი დაიბადა 1902 წლის 1-ლ იანვარს ქ. თბილისში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის პანსიონის აღმზრდელები იყვნენ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე, კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი, ივანე ბესარიონის ძე ნიჟარაძე, ნ. ლ. თარხნიშვილი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901-1902 სასწავლო წელს ქართულ გიმნაზიაში მივიდა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-07 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე რკვიის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-17 წლებში სიმონ სპირიდონის ძე ქველაძე წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ოტორინოლარინგოლოგი მ. გ. იანჩევსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თერაპევტი კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თერაპევტი ვასილ მიხეილის ძე მანსვეტოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ა. ა. წერეთელს დრამატული საზოგადოების გამგეობამ ქართველ თავად-აზნაურთა თეატრი იჯარით მისცა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის ზაფხულში ქუთაისის ქალაქის საბჭოს მდივნობის კანდიდატად ი. ქაჩუხაშვილი დაასახელეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს დერმატოლოგი გ. მ. ამბარდანოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ექიმი ალექსანდრე მაღალაშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანოვი გაზეთ „Новое обозрение“-ს რედაქტორი და გამომცემელი იყო.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის წიგნების გამომცემელი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ვერაზე, სლეპცოვის №13-ში, ზემელის აფთიაქის მახლობლად მდებარე არსენ მამულაიშვილის სკოლა-პანსიონი ბავშვებს საშუალო სასწავლებლებისთვის (გიმნაზია, რეალური და კომერციული სასწავლებლები, კადეტთა კორპუსი და სხვ.) ამზადებდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თერაპევტი ე. გ. ფეოდოროვი პაციენტებს სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით 5-დან 7 საათამდე მიხეილის პროსპექტის N 144-ში იღებდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს დერმატოლოგი გ. მ. ამბარდანოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მეან-გინეკოლოგი ა. გ. ბარსუკოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლისთვის 100 წელიწადი სრულდებოდა მას შემდეგ, რაც პეტერბურგში პაჟთა კორპუსი დაარსდა. საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-ადიუტანტმა რიხტერმა, თბილისის გუბერნატორს მიმართა და სთხოვა, რომ შეეტყობინებინა საჭირო ცნობები იმ მოხელეთა შესახებ, რომელთაც კორპუსში ესწავლათ და 1897 წლისთვის თბილისის გუბერნიაში მსახურობდნენ.

