რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სილიბისტრო დევდარიანს ოლქის სასამართლოსგან 12 წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 29 ოქტომბერს ტუსაღი გურგუშიანი ბაქოს სატუსაღოში გაგზავნეს. მას საფოსტო მატარებლის თავდასხმაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ელენე ბახტაძე საცხოვრებლად რუსეთში ჩავიდა. მან ნოვოროსიისკში დაწყებითი სკოლა დააარსა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს დ. ე. ჩოლოყაშვილი ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ივანე გომართელმა შეამოწმა და იაკობ გოგებაშვილს ელენე ბახტაძის წარმატებული მუშაობის შესახებ აცნობა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს ელენე ბახტაძე საქართველოში დაბრუნდა. მას პედაგოგიური მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურში მხოლოდ ერთი ექიმი, მელიტონ არეშიძე იყო, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა. რაიონში 3-4 ექიმი მაინც იყო საჭირო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 29 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ი. კირთავას საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ოცი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ოქტომბერში რაჟდენ მათეს ძე არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ოქტომბერში ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ტარ. ბერიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

