რეგისტრირებული ფაქტები83219
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის დაზღვევისა და სასაქონლო გადაზიდვების ინპექტორი ა. ა. კრიჟანოვსკი ხომალდების „პეტრესა“ და „ეკატერინას“ შეჯახების გარემოებათა დასადგენად ბათუმში ჩავიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით მიხეილ გურგენიძე, მიხეილ გარსიევი და გრიგოლ ჩარკვიანი ნაძალადევის სამრევლო სკოლის მშენებლობის ზედამხედველი კომისიის წევრებად აირჩიეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბათუმის პოლიციის ნაწილის უფროსმა ლეონიძემ ციხიდან გაქცეული ყაჩაღი შემ-ოღლი მოკლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის დაზღვევისა და სასაქონლო გადაზიდვების ინპექტორი ა. ა. კრიჟანოვსკი ხომალდების „პეტრესა“ და „ეკატერინას“ შეჯახების გარემოებათა დასადგენად ბათუმში ჩავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ხუთმოქმედებიანი პიესა „კოტრი აზნაური“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ფოთში სამკითხველო ბიბლიოთეკის დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელმაც იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა კრების თავმჯდომარედ, ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი კი მდივნად აირჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა ვასო აბაშიძის მიერ თარგმნილი კომედია „გაკოტრებული აზნაური“, რომელშიც ეფემია მესხი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის ბენეფისი იყო დაგეგმილი, რომელშიც ეფემია მესხი მიიღებდა მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გარდაცვლილი მომრიგებელი მოსამართლის, ფიოდორ ნიკოლოზის ძე უსტიანოვიჩის შემწეობის გარეშე დარჩენილი ობოლი შეგირდის დასახმარებლად ადგილობრივი ექიმის ცოლმა ო. დიმიტრიევამ და ქალიშვილმა სოფ. ბერჰოლცმა 700 მანეთი შეაგროვეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში მომრიგებელი მოსამართლე ფიოდორ ნიკოლოზის ძე უსტიანოვიჩი გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ბათუმის თეატრმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ბაიყუში“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ნატალია გაბუნია-ცაგარელი ასრულდებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ნოემბერს ოდესის უნივერსიტეტში გამართულ ქართული კულტურის საღამოში მელიტონ ბალანჩივაძე და მიხეილ ნანობაშვილი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოსთან ბართლომე ღუდუშაურის მედავითნედ და სიმონ გიორგის ძე მეფურნოვის მნათედ დანიშვნის თაობაზე. გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა კავკავის ეპისკოპოსს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანე რატიევმა, ფ. ტარასოვმა, გიგო ზაზიაშვილმა და ასევე კავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთა ამხანაგობამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც განსვენებულს მათი ვალი მართებდა. გარდა ამისა იოსებ მერკვილაძემ მოითხოვა განსვენებულის მუზეუმიდან დაებრუნებინათ მისი კუთვნილი სურათი, ხოლო ი. საიპოვის განცხადებით მას როინაშვილთან დატოვებული ჰქონდა ძვირფასი კრიალოსანი და ქინძისთავი, რომლის საფასურად აეღო 1000 მანეთი და ითხოვდა ხსენებული ნივთების უკან დაბრუნებას, რა თქმა უნდა, თანხის დაბრუნების პირობით. გამგეობამ თითოეული პიროვნების მოთხოვნა დააკმაყოფილა.