საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ფოთის მოურავად ერთხმად აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომ კონსტანტინე გონიევს განჯის გუბერნიაში წასვლა და ამერიკული ვაზისათვის სანერგე ადგილის მოძებნა დაავალა.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრეს კასიანე ინგოროყვამ, ვლადიმერ ჭოღოშვილმა და ვიქტორ ბაქრაძემ.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა კონსტანტინე ვასილის ძე იაკიმოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომ ტიმოფეევს დაავალა, ყურადღება მიექცია ართვინის მხარეში ზეთისხილის გაშენებისა და მრეწველობის განვითარებისთვის.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ბუტკევიჩმა თბილისის გუბერნიის ინჟინერის თანამდებობა დატოვა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის გუბერნიის ინჟინრის თანამდებობაზე ბუტკევიჩის ნაცვლად დაინიშნა სერგეი ტატიშჩევი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი ვ. პ. ბაბანსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ექიმი ნ. მ. ასპიროვი თვალის, ცხვირის, ყურისა და ყელის სნეულებით დაავადებულთ იღებდა მიხეილის პროსპექტზე, ღარიბებს – უფასოდ.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს თბილისის მოქალაქეთა კრებაზე მოქალაქეთა მამასახლისმა ევგრაფი იგორის ძე ხოსროევმა გამგეობის საქმის მწარმოებელ ჯილაევს მექრთამე უწოდა, რის გამოც მან ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გრიგოლ ნებიერაძე იყო სურამის სამკითხველოს გამგე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სურამის სამკითხველოს გამგემ, გრიგოლ ნებიერაძემ მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურამის წიგნთსაცავ-სამკითხველოსთვის 10 მანეთის წიგნების გაგზავნისთვის.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში აქციზის გადახდა სავალდებულო იყო ყველა კონდიტერისთვის. კონდიტერი ჰენე არ იხდიდა გადასახადს, ამიტომ მას ოქმი შეუდგინეს და 15 მანეთის გადახდა დააკისრეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ან. ჯუღელი იყო სვირის მეღვინეთა საზოგადოების თავმჯდომარე.

1902

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1902 წელს თბილისის მოქალაქეთა კრებაზე მოქალაქეთა მამასახლისმა ევგრაფ ხოსროევმა გამგეობის საქმის მწარმოებელ ჯილაევს მექრთამე უწოდა, რის გამოც მან ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: მღვდლებს სამსონ დარჩიასა და გიორგი ჩხარტიშვილს, ასევე სილიბისტრო დარჩიასა და ელისაბედ დარჩიას.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მესამე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები, ყუთი დაიდგა 18 კაცზე, 6 უნდა აერჩიათ. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: თ. ს. ფანიაშვილი, ი. ზ. ტატიშვილი, ეგნატე მარკოზის ძე ხრამელაშვილი, მ. ი. შარიფოვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გამოუცხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: იოსებ ჩხარტიშვილს, ნიკოლოზ ჩხარტიშვილს, მახო ჩხარტიშვილს, ებე ბილიხოძეს.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ვიოლინოს მასწავლებელი რ. გ. კავალი მოსწავლეებს იღებდა „ვოენნაიას" ქუჩაზე, ენკილოფოვის სახლში.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს მეჯვრისხევში გაიხსნა სოფლის სამკურნალო, სადაც ექიმად დაინიშნა ვაშაკიძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის სავაჭრო პოლიციის ზედამხედველმა ი. ფურცელაძემ ხმოსან არშაკ სტეფანეს ძე ბაღდასაროვ-ბუღდანოვს შეურაცხყოფისათვის უჩივლა.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ევგენი გეგეჭკორი სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტში წავიდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში"მღვდელმა რაჟდენ ჭალაგანიძემ და პეტრე სიმონის ძე ჭალაგანიძემ გამოაქვეყნეს ცნობა, რომ ქეთევან ტატიშვილისამ და ოლღა გიორგის ასულმა ხოფერიამ ევგენი გეგეჭკორისთვის გადასაცემად 79 მანეთი შეაგროვეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის საბჭოს კრებაზე ხმოსანმა არშაკ სტეფანეს ძე ბაღდასაროვ-ბუღდანოვმა ქალაქის სავაჭრო პოლიციის ზედამხედველ ი. ფურცელაძეს ქალაქის მიწის მისაკუთრებაში დასდო ბრალი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ხორცის დუქნის გასახსნელად ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ მოიწონა ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე, მდებარე გულასპოვის სახლი და მისი შეკეთება გადაწყვიტა.