რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 7460.65 მანეთი ისესხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 3573.06 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი, ივანე რატიშვილი და სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ ღულაძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქალთა ამხანაგობისთვის საყმაწვილო წიგნების გაგზავნაზე ზრუნვა გიორგი დეკანოზიშვილსა და ივანე გომართელს დაავალა. საზოგადოებამ წიგნების შესაძენად 800 მანეთი გამოყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, დავით პავლიაშვილი ბარისახოს სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და საზოგადოების სხვა წევრებმა ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ წერილი, რომელშიც ელენე ჭავჭავაძე ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნას ითხოვდა, ხელის მოსაწერად უკან გააგზავნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 24 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, სამსონ ვაშაყმაძე ოზურგეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონსტანტინე თავართქილაძეს კალენდრების შედგენისა და წიგნებზე მუშაობისთვის 100 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილს 600 მანეთი გადაუხადა, ზაქარია გრიქუროვს – 200.

