რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს დაავალა, დაუყოვნებლივ ეზრუნა ქალაქის მეორე საავადმყოფო ფარდულის გასახნელად.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გამგეობის წევრმა, ა. ა. ივანენკომ, თანამდებობრივი უფლებამოსილება ამავე გამგეობის წევრ ა. მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვს გადააბარა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გამგეობის წევრმა, ქრისტეფორე ვერმიშევმა, თანამდებობრივი უფლებამოსილება ამავე გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს გადააბარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიაში წირვა გადაიხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მარტვილის წიგნთსაცავის საქმეთა მწარმოებლის გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორის წერილი, რომლითაც ის ლუკა თათეიშვილს სამკითხველოსთვის შეწირული 200 ცალი ქართული წიგნისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საოლქო სასამართლომ ყალბი ფულის მოჭრაში ბრალდებულ ძმებს, ასკერ და ისმაილ-ჰაჯი-კასუმ-ოღლი ზეინალოვებს, იოსებ კონსტანტინეს ძე სელდიეცკის და სტეფან მიხეილის ძე ვარტ-ბარანოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ავადმყოფობდა. ექიმების რჩევით, მას მკურნალობა სოხუმში უნდა გაეგრძელებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ოქტომბერს ხმოსანმა ბ. პ. ვესელოვზოროვმა თბილისის გამგეობის საბჭოს შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლის პროექტი წარუდგინა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ კლავდია ალექსანდრეს ასულ შმაკოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, რომელსაც ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, განაჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმსუბუქა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ნოემბერს გენერალ-ლეინტენანტ ალექსანდრე ფრეზეს თავმჯდომარეობით ბათუმის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პორტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის საოლქო სასამართლოში კეღუცა მახარიას მკვლელობის საქმის განხილვისას 66 მოწმე გამოიკითხა და ეჭვმიტანილთა შორის ერთი სასულიერო პირის ბრალეულობაც გამოიკვეთა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყორღანოვის ქუჩაზე მდებარე გენერალ ალექსანდრე ბუჭყიაშვილის სახლიდან მოსამსახურემ 2000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლონდონში თაღლითობის ბრალდებით თვითმარქვია ექიმი მიხეილ ალავერდოვი დააპატიმრეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალციხის გუბერნატორმა მამასახლის მოვალეობის შემსრულებელ მოსესოვს ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეთა სიების დაზუსტება და წარდგენა მოსთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხის რესტავრაცია გადაწყვიტა და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარს დაავალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ყოფილი მოურავის, კ. სერობიანცის მიერ გამართული მამასახლისთა არჩევნები კედლის მხატვარ ხელოსანთა ამქარმა თბილისის გუბერნატორთან გაასაჩივრა.