საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87508

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს განცხადება, რომ ვისაც სურდა დეკანოზ დავით მაჭავარიანის რუსულიდან ქართული თარგმანის „სასწავლებელი კეთილმსახურებისას“ შეძენა უნდა მიემართათ სოლომონ გაბრიელის ძე ჩიტაძისთვის.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს მდივანი იყო სოლომონ გაბრიელის ძე ჩიტაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, აფხაზეთის დეკანოზი იყო დავით მაჭავარიანი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კ. ი. გლურჯიძე იყო თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო დ. ნ. ქადაგიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 17 მარტს თბილისის ქალაქის საბჭოს ახალ კრებას უნდა განეხილა ხმოსან იოანესიანის მოსაზრება, რომ ქალაქის სამდივნოსთვის მიენდოთ რეპორტიორების ანგარიშის შესწორება საბჭოს კრების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იკვლევდა, სწავლობდა და ერთმანეთს ადარებდა ქართულ და სომხურ ისტორიულ წყაროებს.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კ. მარტიროსიანცის სტამბა ვანის დიდ ქუჩაზე მდებარეობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-1899 წლებში გაზეთ „კვალის“ ნომრები იბეჭდებოდა მ. დ. როტინიანცის სტამბაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები კ. მარტიროსიანცის სტამბაში იბეჭდებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას სტატია „ჩვენებური საქმიანობის ორი მაგალითი“.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს მუშა მიხა ციცაგს ნიკო სოსაძის სამიკიტნოში ვალის სრულად გადაუხდელობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებაში ფუნქციონირებდა სამშენებლო ბიურო, სამეურნეო და სასკოლო კომისია, ასევე დრამატული და სამხედრო კომიტეტი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ბაქოს განყოფილების კომისიათა მუშაობა შეაფასეს და. აღინიშნეს, რომ ყველა ორგანიზაცია კეთილსინდისიერად უძღვებოდა ნაკისრ ვალდებულებას.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში 271 სხდომა გაიმართა, რომლებზეც გამგეობამ 81 საქმე განიხილა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ანდრია ქადეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო. 

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ალექსანდრე ნემსაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო. 

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს იოსებ დადიანი 9-ჯერ დაესწრო, ვასილ ახვლედიანი კი — 16-ჯერ. 

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მ. პეტრიძის მოსაზრება მწიგნობრობის განვითარების შესახებ. ის ამბობს, რომ ქართული მწერლობის სრულიად უცოდინარმა ადამიანებმა შექმნეს ბევრი გამოცემა და დაბეჭდეს უამრავი წიგნი, რაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ საზოგადოებასა და ლიტერატურის მცოდნე პირებს, ისინი დაცინვითა და გამომცემლების გაკიცხვით შემოიფარგლნენ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ მ. პეტრიძის აზრით ქართული მწერლობა, რომელიც განათლებული ადამიანების მიერ იყო შექმნილი ყველამ მიივიწყა და ახალგაზრდა მწერლები მხოლოდ პუბლიცისტიკას მისდევდნენ, რომელიც ყოველთვის ქარად იქცეოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ძალიან ბევრს შრომობდა ქართული დრამატული თეატრის ფუნქციონირებისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ოცი წლის წინად“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა ფშაველას ფელეტონი „სიმღერა“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი ფლობდა ბანკს.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზ. ი. ჩხიკვაძე თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო .