რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ნიკოლოზ ერისთავი და სხვები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაურმა გურსიმ აცნობა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაური გურსი მილოცვას უგზავნიდა საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის ცნობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელი ქალების, გედევანიშვილისა და კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ პირველდაწყებით სასწავლებელში ბავშვებს საშობაო ნაძვის ხე გაუმართეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გედევანიშვილი მცხეთის პირველდაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის სამხედრო მისიის მეთაურები – გენერალი ანდრონიკი და გენერალი ბაგრატუნი საფრანგეთიდან ნიუ-იორკში ჩავიდნენ, რომელთაც ნიუ-იორკის სომხური საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალი ანდრანიკ ოზანიანი სომხეთის სამხედრო მისიის მეთაური იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალი იაკობ გერასიმეს ძე ბაგრატუნი სომხეთის სამხედრო მისიის მეთაური იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალანთაროვი იყო საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალანთაროვი დააპატიმრეს როგორც დენიკინის ჯაშუში, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ დეპეშათა სააგენტოს ბიულეტენები სავსე იყო მოხალისეთა ჯარის „სვოდკებით“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მხატვრულ არტისტულ წრეში ხშირად გაიმართებოდა ინტიმური საღამოები. იანვრის პირველ კვირას ნ. ევრენცოვის მონაწილეობით გაიმართებოდა საინტერესო საღამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს ქართულ კლუბში საქველმოქმედო მიზნით იმართებოდა საღამო, სადაც წარმოადგენდნენ კომედიას „აშენდა საქართველო“, რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი, მონაწილეობდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, ალექსანდრე არაბიძე, მიხეილ ჭიაურელი და სხვ. შემდეგ იდგმებოდა კომედია „სიმართლე“ იმავე პირთა მონაწილეობით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ საპასუხო დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის და ასევე ულოცავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარებას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც იმედოვნებს, რომ ევროპა არ დააყოვნებს სომხეთის მიღებას და სომხეთიც მალე იდღესასწაულებს დამოუკიდებლობის ცნობას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის დამოუკიდებლობის ამერიკული კომიტეტის თავმჯდომარე ჯერარდიმ განაცხადა, რომ აუცილებელი არ იყო სომხეთის მანდატის აღება, ამერიკას თავდაპირველად სომხეთის დამოუკიდებლობა უნდა ეღიარებინა და ხელშეკრულებათა საშუალებით დახმარებოდა – გაეგზავნა 4000 მეზღვაური რკინიგზის დასაცავად შავი ზღვიდან ერევნამდე სურსათის გადატანისას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კოტე აბდუშელიშვილი იყო აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა თამარა კიკვაძე რაჭის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი მასწავლებლები თავს არიდებდნენ რაჭის მაზრაში მუშაობას, ხოლო ახლად დანიშნულები ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, სკოლები მოუწყობელი იყო, მასწავლებლებს უხდებოდათ 2-3 განყოფილებასთან ერთდროულად მუშაობა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა კიკვაძე რაჭის მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩიქოვანი ბათუმიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში არსებობს ორი დაწყებითი და ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, არ არსებობს მასწავლებელთა კავშირი, გიმნაზია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან არც მთავრობა და არც ადგილობრივი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს. სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ არაა სათანადო პირობები. გიმნაზიაში სწავლობენ მაჰმადიანებიც.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩიქოვანი ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ მაქსიმეს ძე ქობულია ზუგდიდის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არსებობს 100 დაწყებითი სკოლა, 1918 წელს ფილიალები არ იყვნენ შეკავშირებულნი, 1919 წელს გაერთიანდნენ სამაზრო კავშირში, რომლის გამგეობა ცენტრიდან დაბაში გადავიდა, კავშირს ურთიერთობა აქვს სამაზრო ერობასთან.

