საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87500

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა ზაიკოვსკის განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა დეკანოზოვს განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეოთხე კომიტეტის წევრები იყვნენ: ივანე ალიბეგოვი, ივანე სტრახოვი და ივანე ტერნიკოღოსოვი. მათ უნდა შეედგინათ მკვიდრი მაცხოვრებლების სიები, რომლებსაც ქალაქში უძრავი საკუთრება არ აქვთ, მაგრამ ვაჭრობენ, ხელოსნობენ და რომელიმე საქალაქოს აძლევენ ხარჯს.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით სპეციალური მედალი გადასცეს ზაქარია სტეფანოვს. მედალზე დატანილი იყო სიტყვები: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის”.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე გულიაკოვმა ლეზგინები დაამარცხა მდინარე ალაზანზე.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წლის 2 ივნისს გენერალ-ლეიტენანტი ვასილ სიმონის ძე გულიაკოვი დაინიშნა საქართველოს მთავარსარდლად.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 21 ივნისს გენერალ-მაიორმა გლაზენაპმა დერბენტი აიღო.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის ივლისში გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა აჯანყება ჩაახშო ოსეთში.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის ივლისში გენერალ-მაიორმა გრიგოლ ივანეს ძე გლაზენაპმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ყაბარდოში.

1807

ტიპი: ღონისძიება

1807 წელს გენერალ-მაიორი პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევი თავისი ჯარით ყარსის საფაშოს ტერიტორიაზე შევიდა.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809 წლის 5 მარტს კავალერიის გენერალი ალექსანდრე პეტრეს ძე ტორმასოვი საქართველოს მთავარსარდლად დაინიშნა.

1811

ტიპი: თანამდებობა

1811 წლის სექტემბერში გენერალ-ლეიტენანტი ფილიპე ოსიპის ძე პაულიუჩი საქართველოს მთავარსარდალი გახდა.

1811

ტიპი: ღონისძიება

1811 წლის 8 დეკემბერს პოლკოვნიკმა პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკიმ შტურმით აიღო ახალქალაქის ციხე-სიმაგრე.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812 წლის 16 თებერვალს გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ თევდორეს ძე რტიშჩევი დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად.

1808

ტიპი: ღონისძიება

1808 წელს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენმა ერევანი ალყაში მოაქცია.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის ლექსი „სიზმარი“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით მღვდელი გიორგი ნათაძე კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი კავკავის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ცისკარაული, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი, ვასილ ალექსის ძე კაიშაური და დიმიტრი ივანეს ძე ერქომაიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის მიერ შეკრებილი „ხევსურული ლექსები“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟან-ბატისტ პოკლენის სამმოქმედებიანი კომედია „სიყვარული მკურნალობს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის დოკუმენტური ნარკვევი „ნავით მოგზაურობა ჭოროხზე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „სარჩობელაზედ“.