საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება შიდა მრეწველობის ნაწარმის შესაძლო წარმატებაზე, აღნიშნა, რომ საჭიროა კავკასიაში რაციონალურად მოეწყოს საოჯახო მრეწველობის საქმე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე არტემ ფირალოვმა ისაუბრა კავკასიის მიწის მრეწველობის მნიშვნელობაზე კავკასიის მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს არტემ ფირალოვის თავმჯდომარეობით გამართულ საოჯახო მრეწველობის წარმომადგენელთა სხდომებზე იმსჯელეს საოჯახო მრეწველობის ტექნიკურ გაუმჯობესებასა და ხელოსნებს შორის ტექნიკური ცოდნის გავრცელების შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე ვარლამ ჭილაძე უძრავი მამულების დამფასებელი კომისიის წევრად აირჩეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. კენჭს იყრიდნენ გრიგოლ ვოლსკი და ივანოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. აირჩიეს გრიგოლ ვოლსკი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოში გამართული სხდომის თავმჯდომარე იყო ქალაქის მოურავის მოადგილე შესტაკოვი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო მეთევზეობის განყოფილების საექსპორტო კომისიის მუშაობა მ. ი დოლუხანოვის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ოქტომბერს ვიქტორ გეევსკის გარდაცვალების ორმოცი დღის შესრულების დღეს ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ოქტომბერს ინჟინერი დომბროვსკი ბაკურიანის დასრულებული რკინიგზის შტოს შესამოწმებლად გაგზავნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გამართულ კრებაზე აირჩიეს პირები, რომელთაც ივანე კერესელიძის საფლავზე ძეგლის დადგმის საქმე უნდა მოეწყოთ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 7 ოქტომბერს გიმნაზიის ქუჩის კუთხეში მდებარე თ. ი. არღუთინსკის სახლში გაიხსნა ხელოვნების სკოლა, რომლის ხელმძღვანელობა დავალებული ჰქონდა კანდუროვს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 ბიბლიოთეკის გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22697.67 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიას 166 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ყოველთვიურად 25 მანეთი გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 27-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება თბილისის 1-ლი და მე-2 სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 6981. 26 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 6 ოქტომბრამდე საზოგადოებას 1296. 84 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ალექსანდრე ბაქრაძისა და ი. ბუტიკაშვილის ჭირისუფლებმა საზოგადოებას სამკითხველო აჩუქეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ საჭირო იყო წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 27-ე სხდომას დაესწრნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა და მოგების შუაზე გაყოფა სთხოვა.