საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83632

1935

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1935 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიბლიოთეკის ადგილის შეცვლისას 17 ძვირფასი კარადა დაზიანდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა ა. კავთელის (ალექსანდრე ცხვედაძე) „წერილი ივრის ხეობიდამ“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ივრის ხეობის ბანკის დაარსების იდეის ავტორი სკოლის დირექტორი ბესარიონ ღოღობერიძე იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა ა. კავთელის (ალექსანდრე ცხვედაძე) „წერილი ივრის ხეობიდამ“ გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობების (ბანკის) დაარსების მნიშვნელობაზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე საზოგადოების მიმდინარე წლის ანგარიშის განხილვა სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილს დაევალა, საწყობის შემოწმება – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, მაღაზიის – გიორგი პაატას ძე მაჭავარიანს, ხოლო მუზეუმისა – სამივეს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე კოსტავას შეატყობინეს, რომ ქუთაისის ევროპული ტანსაცმლის მაღაზიაში რუსული და ევროპული საქონელი მიიღეს. ტანსაცმელი ფასდაკლებით იყიდებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, განიხილეს საზოგადოების 1921 წლის და მიმდინარე წლის 5 თვის ანგარიშები.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში იაკობ იოსების ძე ჩარექიშვილი ქუთაისში ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძე ქუთაისში ექიმად მუშაობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 მაისს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებმა დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანმა დაათვალიერეს მუზეუმი და ნივთები და წიგნები კატალოგებს შეადარეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, განიხილეს მუზეუმის დათვალიერების და ნივთებისა და წიგნების კატალოგებთან შედარების შედეგები.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიდან გამგეობაში დარჩნენ მხოლოდ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი. სხვა წევრებმა სხვადასხვა მიზეზით გამგეობა დატოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი იანვრიდან იოსებ ბერეჟიანი შინაგან საქმეთა კომისრის მდივნად დაინიშნა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3) დაიბეჭდა ვახტანგ ორბელიანის (იბეჭდებოდა ვ.ო.– ს ფსევდონიმით) უსათაურო ლექსები და პეტერბურგში მყოფი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) ლექსი „აღდგომა“.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3) დაიბეჭდა: ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“ (გაგრძელება), ნ. ხუდადოვის წერილი „ახალგაზრდობის მიმართულებაზე“, რაფიელ ერისთავის ლექსები: „თინას მამითადი“, „სურათი (სოფლის ცხოვრებიდამ)“.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3) დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუთი გამოუქვეყნებელი ლექსი: „ღამე ყაბახზედ“, „ნა...ფორტეპიანოზედ მომღერალი“, „როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა“ და „ცისა ფერს“.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ისტორიული სურათები“, რომელშიც საუბარია, როგორ ებრძოდა ქართული ეკლესია ავტოკეფალიის შენარჩუნებისთვის ჯერ ანტიოქიას, შემდეგ რუსეთს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა მ. ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ (გაგრძელება), რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიას მეთორმეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 3; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა კრიტიკული წერილი კ. ბაღაშვილის თხზულებაზე „თამარ — დედოფალი“. წერილში აღნიშნული იყო, რომ ნაწარმოებში არსებობდა ისტორიული შეუსაბამობები და მისი სკოლაში სწავლება დაუშვებელი იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ქალი-აყვანა“ (ლეგენდა), იოსებ ბაქრაძის ლექსი „მიბაძვა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“, ერნსტ რენანის „რა არის ნაცია“ და ვახტანგ ორბელიანის უსათაურო ლექსი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა არგენტინელი მწერლის, რომანტიზმის სკოლის წარმომადგენლის , ხოსე მარმოლის რომანი „ციხე შიგნიდან გატეხილი“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უნდა ესაუბრა მომხსენებელს, პეტრე გამყრელიძეს.