საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში კირილე თედორეს ძე ჭიპაშვილი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში იოანე მიხეილის ძე რუხაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში სიმონ იოსების ძე კახეთელიძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ასლან კალანდაძემ იროდიონ ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოსცა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ჟურნალ „ნიშადურის“ ოცდამეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ნეკრასოვის ლექსის თარგმანი გამოაქვეყნა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ჟურნალ „მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის თარგმნილი დიკენსის მოთხრობა „რაშია ბედნიერება“.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1905

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ფანცხავას მიმართ პოლიციის დაწესებული ღია მეთვალყურეობა 1905 წელს შეწყდა რევოლუციისა და 19 ოქტომბრის მანიფესტის შედეგად.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ქართულის მასწავლებელი იყო სოფელ თოკის, ხერთვისის, ვარევანის, „საქველმოქმედო საზოგადოების“ და სახალხო სადირექციო სკოლებში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლიდან ვასილ კოპტონაშვილი მღვდლად კურთხევის შემდეგაც სხვადასხვა სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

სოფელ ჩუნჩხის სკოლაში ათწლიანი მუშობის შემდეგ 1905 წელს ვასილ კოპტონაშვილი მღვდლად ეკურთხა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ვასილ გადილიამ გამოსცა ივანე მაჭავარიანის თარგმნილი ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905-07 წლებში ალექსანდრე ნათაძე განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე მამამ თურქული ენის შესასწავლად თურქეთში გაგზავნა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-07 წლებში მიხეილ (მიშა) ჟღენტი კახეთის გლეხთა გათვითცნობიერების საქმეში მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მონაწილეობას იღებდა 1905 წლის აჯანყებისათვის საქართველოში იარაღის შემოტანის საქმეში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-1921 წლებში სიმონ კაციტაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

ვანო წერეთელი 1905 წლიდან იყო მარქსისტული ორგანიზაციის წევრი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ვლადიმერ (ლადიკო) ნეფარიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ნიკოლოზ (ნიკო) ალფაიძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ვიქტორ გამყრელიძე იყო სოციალისტ-რევოლუციონერი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ჩეტრიშვილმა გიორგი სულაძე დანით დაჭრა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დამნაშავე კი, დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 1-ელი იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელმა ბიჭაშვილმა საკერავი მანქანის ქურდობისთვის ალექსი გოგიშვილი დააპატიმრა.