რეგისტრირებული ფაქტები89818
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თედო სახოკია ცდილობდა, ამა თუ იმ გავლენიანი პიროვნებისთვის აღეწერა ქართველთა თავგანწირული ბრძოლა რუს მჩაგვრელთაგან თავის დასახსნელად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში უცხოელთა თანაგრძნობა თედო სახოკიას იმედს უსახავდა, რომ საქართველოს სახელი პოპულარობას მოიპოვებდა საზღვარგარეთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს თედო სახოკიას ძალიან ეიმედებოდა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს გულშემატკივართა რიცხვი თანდათან გაიზრდებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს თედო სახოკიას ძალიან ეიმდებოდა, რომ საზღვარგარეთ ჩამოყალიბდებოდა გარკვეული აზრი, უკმაყოფილებისა და პროტესტის ერთგვარი ხმა, მიმართული ქართველთა ჩაგვრის წინაამღდეგ, რომელსაც ძალაუნებურად ანგარიშს გაუწევდა რუსეთის მთავრობაც.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს საქართველოს თანამგრძნობთა და მეგობართა რიცხვს ეკუთვნოდნენ და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპები.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ოლივერ უორდროპს ახარებდა ყოველი, სულ მცირედი ფაქტი ქართველი ხალხის თუ მისი ლიტერატურის წინსვლისა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ოლივერ უორდროპი ისე განიცდიდა ქართველთა ყოველ გასაჭირს, როგორც ნამდვილი ქართველი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლიდან საზღავრგარეთ ყოფნის დროს თედო სახოკია განაგრძნობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან თანამშრომლობას.
1943
ტიპი: ავტორობა
1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია ხაზს უსვამდა, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, მისი აზრით, ხალხს დავიწყებული ჰქონდა ქართულ ზეპირთქმათა უმრავლესობა და არც მათი სწორად გამოყენება შეეძლო.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მას არასდროს მიუღია მთავრობის ჯილდოები.

