რეგისტრირებული ფაქტები90434
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 26 მანეთი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ ივნისს ჰქონდა 124 მანეთი და 56 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯების გარეშე ჰქონდა 98 მანეთი და 6 კაპიკი. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა სამთამადნო ხელოვნების უფასო კურსები. კურსების გავლის მსურველებს კავკასიის სამთო მმართველობის უფროსის ნებართვით უნდა მიემართათ კურსების გამგის, ინჟინერ მარკოვსკისთვის და წარედგინათ პიროვნების დამადასტურებელი საბუთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ოზურგეთში ვანო ურუშაძისა და ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღვანელობით წარმოდგენებს მართავდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 მაისს ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს გაეგზავნა უწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისი შუამდგომლობა სარევიზიო კომისიის მოხსენების დაბეჭდვის შესახებ განიხილა და დაბეჭდვა ზედმეტად მიიჩნია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 21-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 21-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე ნათაძის პედაგოგიური წერილების დაბეჭდვაზე უარი განაცხადა, რადგან საზოგადოებას საკმარისი თანხა არ ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ანდრია ღულაძეს სარევიზიო კომისიის მოხსენების დაბეჭდვაზე უარი უთხრა, რადგან სტამბა მაქსიმე შარაძის შეკვეთას ბეჭდავდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ალექსანდრე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თავისი პედაგოგიური წერილების „ვარამი ჩვენის ცხოვრებისა“ დაბეჭდვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ივანე არდიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ზესტაფონის სამკითხველოზე ზრუნვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ანდრია ღულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სარევიზიო კომისიის მოხსენების დაბეჭდვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კრების დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ოლღა ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სექტემბერში საქველმოქმედო ღონისძიების გაემართვა დაავალა. საზოგადოებამ საკითხის განხილვა გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ივანე აბაშიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა ეცნობებინა, რამდენად დიდი იყო ზესტაფონში სამკითხველოს გახსნის ინტერესი, საზოგადოებას წლიურად რა თანხის გაცემა დასჭირდებოდა და ვინ იქნებოდა სამკითხველოს დირექტორი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე დიმიტრის ძე ლუარსაბიძეს დუშეთის მაზრის ხაზინაში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობისას თავდებად შიო არაგვისპირელი ედგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბეგოიძეს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ავალიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ დავით კარიჭაშვილი სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

