რეგისტრირებული ფაქტები90438
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე დიმიტრის ძე ლუარსაბიძეს დუშეთის მაზრის ხაზინაში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობისას თავდებად შიო არაგვისპირელი ედგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბეგოიძეს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ავალიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ დავით კარიჭაშვილი სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ალექსანდრე ჭყონიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ანასტასია წერეთლის ნაჩუქარი მიწის იურიდიული საკითხის მოგვარება დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმში განხილული იყო მარიამ დემურიას თხოვნა ნაძალადევში სამკითხველოს გახსნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს პეტრე მირიანაშვილს ნაძალადევის სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს ჟურნალ-გაზეთების მოსართავი მასალისთვის 15.10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს საკანცელარიო ნივთებში 3.19 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის „ვეშაპის კლიშე“ ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ივანე ლუარსაბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ დუშეთის რაიონში წიგნების გაყიდვა მისთვის დაევალებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე ლუარსაბიძეს დუშეთის რაიონში გასაყიდად ხუთი თუმნის სახალხო წიგნები გადასცეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 მაისს დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების წევრებს სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ივანე მაჯგალაძისთვის ჯამაგირის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 3.50 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სხდომის ოქმის თანახმად, ანასტასია წერეთელმა საზოგადოებას ხელთუბნის სკოლის მიწა აჩუქა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ ედილაშვილს 32 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მაისს ქ. ქუთაისში ივანე ჭანტურაშვილის ინიციატივით გაიმართა წარმოდგენა სოფელ აცანის წიგნთსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებას დაესწრო და საზოგადოებას დრამატული საზოგადოებისთვის თანხის გამოყოფა შესთავაზა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული 300 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ბეგოიძეს ჯამაგირი მოუმატეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადეს.

