რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ცუცუნია ღოღობერიძესთან ინტიმური ურთიერთობის გამო სიმონ კიკალეიშვილს გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის მოკვლას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით ქვრივმა მართა ყაჭიაშვილისამ მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ქართული არტელის მუშებს, რომლებიც დაეხმარნენ მას მეუღლის, ნიკო ყაჭიაშვილის გადმოსვენებაში. მუშები ყაჭიაშვილის ქვრივსა და 4 ობოლს მატერიალურადაც ეხმარებოდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამაზრო კომისიის სხდომაზე 4 ოქტომბერს ქუთაისში გამართული არჩევნების გაუქმება და ევგენი გეგეჭკორის ამომრჩეველთა სიიდან ამორიცხვა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიტა აბაშიძის წიგნის „ეტიუდები მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“ მეორე ტომი 14 შაურად იყიდებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ ჟორჟოლაძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის 18. 4 მანეთი შეაგროვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფილიპე ჭელიძის შამპანურები – „თამარ მეფე“ და „კოლხიდა“ – ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედლით იყო დაჯილდოებული.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის ერობის თავმჯდომარე იყო ოქრუაშვილი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ბერო მათეს ძე მარღიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ილიკო ლექსოს ძე ძურძუკი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები კოლა სანდროს ძე ბუჯიაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის მე-7 გიმნაზიის მეხუთე კლასის მოწაფე ნინო კონსტანტინეს ასული მართაშვილი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 30 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა ქეთო გრიგოლის ასული კვიტაშვილი-ნიჟარაძისა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს მიხეილ ერისთავმა სოფელ კარალეთში საგვარეულო მიწას ნაყიდი მიუმატა და მეურნეობა დაიწყო. გააშენა 14 დესეტინა ხეხილი, მოაშენა საქონელი და ფრინველი, ინგლისიდან ღორები გამოიწერა, ახალი წესით მოაშენა ფუტკრის სკა, გააუმჯობესა პურისა და ბალახის მოყვანა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძე.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 10 მაისს დიდი მთავარი, მიხეილ რომანოვი დაბრუნდა ერევნის გუბერნიიდან თბილისში.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით დაწესდა კომისია, რომელსაც ევალებოდა იმ მიწისა და მამულების მეპატრონეებთან მორიგება, რომლებიც რკინის გზის ხაზის ქვეშ რჩებოდნენ თბილისის გუბერნიაში. კომისიას უნდა აღეწერა შესაბამისი ადგილები და იმ შეთმხვევაში, თუ მეპატრონეებს ვერ მოურიგდებოდა უნდა გადაეხადა მათთვის შესაბამისი კომპენსაცია.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 5 ივნისიდან მიხეილ რომანოვის ნებართვით მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისიდან ბორჯომამდე საფოსტო ომნიბუსები ივლიდნენ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის ზაფხულში მუშტაიდის პარკში შაბათ-კვირაობით დაგეგმილი იყო კონცერტები, რომლებზეც ორკესტრი დაუკრავდა სულთანოვიჩის დირიჟორობით. კვირაობით დაგეგმილი იყო ფეირვერკიც. ბილეთი კაცებისთვის ღირდა 75 კაპიკი, ქალებს კი უფასოდ შეეძლოთ შესვლა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში –ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 60 კაპიკი ღირდა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული.

