საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92206

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს შტაბს-კაპიტანი ალექსანდრე იაკობის ძე სუდაკოვი იყო თელავის ქალაქისთავი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კოლეგიის მრჩეველი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბორზენკო იყო კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების უფროსი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე სამუელის ძე ვოლკოვი ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იოსებ ანტონის ძე კოტლუბაი ახალციხის მაზრის მმართველის მდივანი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ აბესაძის სტატია „ივერიის მონასტერი ათონის მთაზე“.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ნიკოლოზ აბესაძე ქუთაისის ქართული გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ ისიდორე ონიანს 13 წლის კატორღა ხუთი წლით შეუმცირა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატამ აბესალომ მაჭავარიანს 5 წლის კატორღა 5 წლით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნით შეუცვალა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 18 ნოემბერს ალექსანდრეს ეკლესიის დარაჯი პეტრე ივანეს ძე ლემეშკინი გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თბილისის ქალაქის გამგეობამ ექიმ რაზამატს დაავალა შეესწავლა საავადმყოფოსთვის საჭირო წლიური ხარჯების რაოდენობა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული სტ. ი. გოგოლაშვილი გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ მიხეილ კოღუაშვილს 10 წლით კატორღა მიუსაჯა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ნოემბერს მადათოვის კუნძულზე ლუკა ისაკაძემ იოსებ ეფრემიძეს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ეფრემიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კარლო ჩხეიძე მეოთხე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ნოემბერს არტემ არეშოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ წინა ღამეს მისი დუქანი გაქურდეს და 70 მანეთის საქონელი მოიპარეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ლეონიდ ანდრეევის 4-მოქმედებიანი პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით ალექსანდრე იმედაშვილმა თარგმნა ლეონიდ ანდრეევის პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბათუმში შალვა დადიანმა ყაზბეგის ნაწერების შესახებ ლექცია წაიკითხა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იერონიმ სოლომონის ძე ალექსეევი თელავის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მოადგილე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გრიგოლ ავქსენტის ძე იაროცკი თელავის სამხარეო უფროსის მდივანი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას ქუთაისში სამკურნალო და ამბულატორია ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ფ. კ. გერატი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურია ქუთაისში თავისივე საავადმყოფოში თერაპევტად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გინეკოლოგი მ. თ. კოგანი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოფთალმოლოგი ი. კ. ვარშავსკი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.