რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს ზუგდიდში ირაკლი ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილთან შეეძლოთ, ოჩამჩირეში – სპირიდონ ნორაკიძესთან, ხოლო ოქუმში – ივანე გეგიასთან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ნოემბერს ანტონ ფურცელაძე ქართულ გიმნაზიის დარბაზში გამართულ ილიას საღამოს დაესწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ნოემბერს ქართულ გიმნაზიის დარბაზში გამართულ ილიას საღამოზე ეპიტაშვილის მიერ დახატული ილია ჭავჭავაძის დიდი სურათი ცოცხალი ყვავილებითა და გვირგვინებით იყო მორთული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: გაბრიელ კობიძეს, მარკოზ კაკაბაძეს, ეფრემ პაიჭაძეს, ირაკლი კვაჭანტირაძეს, გიორგი სეფერთელაძესა და გიორგი მეჩეხიას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს დადგმულ ოპერაში „ევგენი ონეგინი“ ობრაზცოვი ონეგინის როლს ასრულებდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ივანე ნიკოლოზის ძე სურგუნოვი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის სხდომის მდივანი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ფიოდორ გრიგოლის ძე ივანოვი თბილისის სამხარეო რაიონის მიწისმზომელი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ანტონ ადამის ძე სტოიცკი იმერეთის გუბერნიის მიწისმზომელის დამხმარე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსკოვში გამართულ ილიას საღამოზე გრიგოლ ვეშაპიძემ ილია ჭავჭავაძის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმინდისა და ფქვილის მოპარვის ბრალდებით პოლიციამ ლუარსაბ უგულავა დააპატიმრა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელიას საქმის განხილვა შვიდ წელს გრძელდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასილ აბაშიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მშვენიერი ელენას მაძიებელნი“ ღომაძის როლს ასრულებდა, გედევან გედევანოვი კი – მახოხაძის როლს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს დადგმულ ოპერაში „ფაუსტი“ მარშადი მარგარიტას როლს ასრულებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: ილარიონ პაიჭაძეს, მელქისედეკ ელიაძეს, ანდრია სამსონიას, ნესტორ კალანდაძეს, ივანე მახარაძესა და ივანე კალანდაძეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ალექსანდრე იოსების ძე თამამშევი თბილისის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ფარნა გეგგელიას საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მელიტონ ფანჯარაძემ სიმინდისა და ფქვილის მოპარვა აღიარა და ის დააპატიმრეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ ე. გუგუნავას საქმე განიხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ხუთი წლით ციხე ჰქონდა მისჯილი. პალატამ ის გაამართლა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ვასილ პეტრეს ძე შულჟევსკი თბილისის გუბერნიის პროკურატურაში კლერკად მუშაობდა.

