რეგისტრირებული ფაქტები89483
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს წინარეხის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ეკატერინე გაბაშვილმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა საპასუხო ვიზიტით ინახულა გენერალი ფრიდრიხ ფონ კრესი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 15 სექტემბერს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ნიკოლოზ მთვარელიშვილი აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილი მიწის მესაკუთრეთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიევი ლაზარე ტურიევის ძმა იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანტონის გასვენებას დაესწრნენ: სამხედრო მინისტი გრიგოლ გიორგაძე, გუბერნიის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ამბროსი და საზოგადოება.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის ივლისში ნაძალადევში მხეცურად მოკლეს ქართული კლუბის მსახური ჭიჭიკო რუხაძე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგიას სტამბაში იბეჭდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერსსახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ბათუმში დადგა ვალერიან ლევანის ძე გუნიას „ორი გმირი“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს კონდრატე არჩილის ძე მხეიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს ივანე სიმონის ძე მესხი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 დეკემბერს იასონ ბეჟანის ძე საბახტარაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.

