საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდან სესხად აიღო 1000 მანეთი. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის წმინდა მოგება 25 მანეთი და 29 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სარგებელი წინა სესხიდან 97 მანთი და 51 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სათადარიგო თანხა 2 მანეთი და 87 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრიდან 1-ლ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის ჯარიმა 60 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველ ამხანაგობას დაუბრუნეს ნასესხები 728 მანეთი და 10 კაპიკი. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ გაასესხა 3202 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ლ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში საწევო 100 მანეთი შეიტანა. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ლ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში სესხად აღებული 500 მანეთი შეიტანა. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში სესხად აღებული თანხის სარგებელი 25 მანეთი და 83 კაპიკი შეიტანა. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სამმართველოს ხარჯი 6 მანეთი და 15 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პირველი იანვრიდან პირველ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სალაროში 154 მანეთი და 33 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 მაისს, შუაღამისას, კუკიის ხიდზე მირზოევის დუქნებს ცეცხლი გაუჩნდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი ევსევი, გენერალ-მაიორი დიმიტრი სტაროსელსკი, თბილისის გუბერნატორი ოსტენ-საკენი და თბილისის მოთავე ს. ს. ყიფიანი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე საზოგადოების მდივანმა ივანე სტეფანეს ძე ხატისოვმა წაიკითხა საზოგადოების გასული წლის ანგარიში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ლოჭინის სასწავლებლის ყოფილმა დირექტორმა გაევსკიმ წაიკითხა ანგარიში ამავე სკოლის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: კონსტანტინე გვარჯალაძე, ტარას გრიგოლის ძე რცხილაძე, ლონგინოზ ცაგარელი და ვ. აბდუშელიშვილი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 18 თებერვლიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ გენერალ-მაიორი ივანიცკი. ივანიცკის სამსახურიდან წასვლის შემდეგ უნდა მიეღო მუნდირი და პენსია.

1893

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „კვალის“ 1893 წლის 21-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია ზაქარია გიორგის ძე ერისთავის შესახებ. სტატიაში მოცემულია ზაქარია ერისთავის ბიოგრაფიული მონაცემები და საუბარია მის პიროვნულ თვისებებზე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 მაისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ქართველ თავადაზნაურობას სამეურნეო სკოლის მოსაწყობად ოძისის მამისეული მამული შესწირა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის გაზეთ „კვალის“ 21-ე ნომერში დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „შედარება“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენაში იმყოფებოდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ოქროს მედალზე დაასრულა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენის უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით ისტორიას სწავლობდა. იგი 3-4 წელი აპირებდა სასწავლებლად გერმანიაში დარჩენას.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 23 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „ძალად ლიტერატორები“ უნიჭო რედაქტორებისა და მწერლების ყალბი ურთიერთობების შესახებ.