რეგისტრირებული ფაქტები89486
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ბანკს დაუბრუნა პირველი სესხი 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ბანკში შეიტანა მეორე სესხის სარგებელი 25 მანეთი და 83 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ბანკში შეიტანა საწევრო თანხა 100 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 18 მაისს კოდორთან აფხაზებსა და ქართველებს შორის მომხადრი დაპირისპირების დროს პოდპოლკოვნიკი მიქელაძე მოუკლავთ.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევის მაღაზიაში, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდება შემდეგი წიგნები: ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 27 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა და რუსთა გაერთიანებული რაზმი ზაიმისკენ დაიძრა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ისაია ტერ-დავითოვს გორის დეპუტატებმა მოტყუებით გამოართვეს 400 მანეთი ვითომდა ქალაქის გასანათებლად, სამაგიეროდ კი სახლების თავის ნებაზე აშენების უფლება დართეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კირცხის სკოლის მასწავლებელ გიორგი ცერცვაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში თავისი ბინიდან გამოასვენეს და საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს მიტროპოლიტი ანტონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქერიმ ფაშა სადარბაზოდ იყო ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლიდან 1917 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში მსახურობდა.

