საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრა მიხეილის ასულმა ღვაბერიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს მმართველის, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძის სამადლობელი წერილი შემომწირველებისადმი, რომლებმაც სამკითხველოს ფინანსური და მატერიალური დამხმარება აღმოუჩინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კირაკოზას ფსევდონიმით დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის კორესპონდენცია „ს. ნიგოითი, სოფლის დაწინაურება“ გამოქვეყნდა, რომელშიც ნიგოითის დიდ ბაზრობაზე იყო მოთხრობილი, სადაც მუშტარი და მოვაჭრეები სამტრედიიდან და კულაშიდანაც ჩამოდიოდნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შორაპნის მაზრის ახალი უფროსის, იოსებ დიმიტრის ძე ნეტკაჩევის მეცადინეობით, დაბა ყვირილას ბაზარში სანიმუშო წესრიგი დამყარებულა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 ივლისს სოფელ ცერონისში ძმებმა ბარძიმ, ნიკო და გიგო ფალავანდიშვილებმა სადავო მამულის გამო გულმკერდისა და მარჯვენა მაჯის არეში ხანჯლით დაჭრეს მათივე ძმა, ვარლამ ფალავანდიშვილი. ექიმ ი. თურმანიძის თქმით, ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, თუმცა ვარლამ თურმანიძე მარჯვენა ხელით მუშაობას ვეღარ შეძლებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ხორშელის ფსევდონიმით სპირიდონ ნორაკიძის კორესპონდენცია „ს. ხორში, ბანქოს მოთამაშენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ შეწირული 560 წიგნის ბაზაზე დუშეთში ფასიანი სამკითხველო და წიგნთსაცავი დაარსდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ხელოსანთა გამგეობის წევრებმა ქალაქის გუბერნატორს ერთობლივი საჩივარი წარუდგინეს, რომლის თანახმად ხელოსანთა მოურავი კ. სერობიანცი ამქრის თანხების მითვისებაში იყო მხილებული.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩრდილოეთში მივლინებით მყოფი დეკანოზი იოანე სერგიევი საქართველოში ბრუნდებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასულიერო მმართველობამ დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თბილისის ანჩისხატის ეკლესიის მღვდლად აკურთხა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არქიმანდრიტი გერმოგენი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის თანამდებობას დაიკავებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიდმა მთავარმა ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 2000 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ სარდანის ძე ლორთქიფანიძემ, ანდრო ანტონის ძე შუბლაძემ და სიმონ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თითოეულმა 1.50 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის ქალაქისთავი ნინო ნიკოლაძე პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პეტერბურგში გაემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ოლქის სასამართლოს განსახილველად გადაეცა გიორგი სულხანის ძე ამირაღოვის საქმე, რომელმაც გორის რკინიგზის სადგურის დარბაზში მაზრის  უფროსს, ი. ი. დრაჩევს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მეურნეობის ინსპექტორი ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი საფილოქსერო დასის და ინსტრუქტორების მუშაობის შესამოწმებლად კახეთში მიემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ელენე ჯინოშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სექტემბერში ქუთაისის სამკითხველო ფონდის სასარგებლოდ საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის გამოწერის მსურველებს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილისათვის უნდა მიემართათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო განმეორებით შეისწავლიდა თავად კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის მიერ ვექილ კ. პლიუშჩევსკის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც მომჩივანის მტკიცებით, მისი ოჯახისგან 99000 მანეთის გამოძალვას ცდილობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისს გენერალ-ლეინტენანტმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზემ თბილისში რამდენიმე სამუშაო თათბირი გამართა და საღამოს კოჯრის რეზიდენციაში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისიდან თვის ბოლომდე ოზურგეთის მაზრის უფროსის, ივან ლაზარენკოს მეთვალყურეობით, სოფელ ნაგომარში სახალხო ბაზრობა იმართებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გიგო ზანაველის კორესპონდენცია „ს. ახალდაბა, უხიდობის შედეგი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე ხაბულიანის კორესპონდენცია „იმერეთი, ჭალის მთის იჯარით გაცემა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ქვედა ილემის ბიბლიოთეკის გამგის, დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანის სამადლობელი წერილი მიხეილ ბარამიძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 2 მანეთისა და 84 კაპიკის ღირებულების წიგნები შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე თოიძის წერილი „მცირე შენიშვნა თუშურ ერბო-კარაქზე“ გამოქვეყნდა, რომლითაც ავტორი ივანე ბუქურაულის მიერ ჟურნალ „მოამბეში“ დაბეჭდილ სტატიას „ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი“ აკრიტიკებდა.