რეგისტრირებული ფაქტები80266
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლის 1911 და 1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ამავე სკოლის კურსდამთავრებული მართა კედელაძე მუშაობდა ხელოსანი ქალის თანაშემწედ და მისი წლიური ჯამაგირი შეადგენდა 120 მანეთს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში საწყობის გამგის ჯამაგირისთვის 70680 მანეთი შეიტანეს, მაღაზიის გამგისთვის – 54000, მაღაზიის პირველი გამყიდველისთვის – 61880, მაღაზიის მეორე გამყიდველისთვის – 42000, მოლარისთვის – 55680, მსახურისთვის – 39400, ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიებისთვის – 480, სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიებისთვის – 2200, გამგეობის წევრების სხდომის ჰონორარისთვის – 40000.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის თანახმად, სოფიო დავითის ასულ კალანდარაშვილს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლის საწევრო – 12 მანეთი.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლის 1911 და 1912 სასწავლო წლის მოკლე ანგარიშიდან ვიგებთ, რომ სკოლას ხარჯების გასტუმრებაში ეხმარებოდა კავკავის ქართველ ქალთა „პარასკევის წრე", რომლის თავმჯდომარე იყო სოფიო დავითის ასული კალანდარიშვილისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში სკოლებისა და ბიბლიოთეკების მოულოდნელი ხარჯებისთვის 450 000 მანეთი შეიტანეს, პანთეონისთვის – 10 000, კლიშეების მოსავლელად – 6 000, წიგნსაცავის გამგისა და ბიბლიოთეკარისთვის – 51 100 მან., წიგნსაცავის გამგის თანაშემწისთვის – 45 180, მოსამსახურისთვის – 16 400, ფიქრის გორის მეეზოვისთვის – 360, წიგნების, გაზეთებისა და სხვადასხვა ნივთების შესაძენად კი – 50 000 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე თევდორე კიკვაძემ გამგეობას წიგნების გამომცემლობის გასაფართოებლად 10-15 მილიონის სესხად აღება, „ფიქრის გორად“ წოდებული ადგილისა და სხვა უძრავი ქონების გაყიდვა შესთავაზა. კრებამ გამგეობას 10 მილიონი მანეთის სესხად აღების უფლება მისცა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის დასაწყისში კავკავის ქართველთა საკრედიტო ამხანაგობაში, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც იყო იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, საბჭოს თავმჯდომარე – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოანგარიშე – დ. გ. ხუმაროვი, ირიცხებოდა 588 წევრი, წლის განმავლობაში მიემატა 325 ამხანაგი. ამხანაგობის წლიური შემოსავალ-გასავლის ჯამი შეადგენდა 505,348 მანეთსა და 45 კაპიკს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში წიგნის გამომცემელი ხელმძღვანელისთვის 70500 მანეთი შეიტანეს, ხაზინადრისთვის – 43680, სტილისტ-ხელმძღვანელისთვის – 134900, კორექტორისთვის – 74800, მდივნისთვის – 102200, ბუღალტრისთვის – 97500, გადამწერისთვის – 57960, კანცელარიის მსახურისთვის – 40950.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში მაღაზიის ქირისთვის 15000 მანეთი შეიტანეს, ქაღალდისა და წიგნის საწყობის ქირისთვის – 18520, მაღაზიისა და საწყობის დასაზღვევად – 20400, წიგნის მაღაზიის გათბობის, განათებისა და სხვა წვრილმანებისთვის – 20000, წიგნის მაღაზიის მოსაწყობად – 40000.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მომვლელისთვის 240 მანეთი შეიტანეს, ე. აგლაძის დასახმარებლად – 765, ოლღა ჭავჭავაძისას ბინის ქირისთვის – 45000, იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად ჟურალ „განათლებისთვის“ – 400, ჭრა-კერვის სკოლისთვის - 120, განათლების საზოგადოებისთვის - 120, განათლების ფონდისთვის - 1000.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – სპირიდონ ჩითაევმა, გიორგი ჩითაევმა, თევდორე წიკლაურმა – საწევრო, 5-5 მანეთი, გადაიხადეს, დიმიტრი ცისკარაულმა – 8, ეკატერინე შარმაზანოვმა – 9 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში კანცელარიის ბინის ქირისთვის 18600 მანეთი შეიტანეს, საკანცელარიოს გათბობის, განათებისა და სხვა წვრილმანებისთვის – 20000, საზოგადო კრების საჭიროებისთვის – 3000, ინვენტარისთვის – 5000.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის ხარჯთაღრიცხვაში სარევიზიო კომისიის წევრების გასამრჯელოდ 6 000 მანეთი შეიტანეს. ამ თანხიდან ყოველ დასრულებულ რევიზიაზე თითოეული წევრისთვის 1 000 მანეთი უნდა გადაეხადათ. მთლიანი რევიზია წელიწადში ორჯერ ტარდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის საზოგადოების მოულოდნელი ხარჯებისთვის 150000 მანეთი გადადეს, ხოლო სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის – 300000.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – მალაქია კერესელიძემ, იასონ ლორთქიფანიძემ, ივანე მაისურაძემ და დავით სხირტლაძემ – საწევრო, 10-10 მანეთი, გადაიხადეს, გიორგი ორბელიანმა და აპოლონ სარაჯიშვილმა – 25-25, გერასიმე ოგანოვმა – 5 და დავით სარაჯიშვილმა – 160 მან.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ სამინისტრო უწყების სკოლებში დიმიტრი სტაროსელსკის მიერ დამტკიცებული გეგმა გააუქმა და „კაზარმული დისციპლინა“ დანერგა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს არჩილ ვასილის ძე ხმალაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ზაზა პართენის ძე კიკნაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I და II განყოფილებების მოსწავლეები ასაკით 10 წლამდე იყვნენ, III-სი – 15 წლამდე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ პირველდაწყებითი სკოლების პირველ განყოფილებაში ქართულ ენაზე სწავლება გააუქმა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იაკობ სტეფანეს ძე პატრიკეევი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I განყოფილებაში 52 მართლმადიდებელი ქართველი და 3 გრიგორიანელი სომეხი მოსწავლე იყო, II-ში – 26 მართლმადიდებელი და 2 გრიგორიანელი, III-ში – 13 მართლმადიდებელი.