საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87362

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ევანგულოვის ქალიშვილი 17 წლის იყო და სურდა, სწავლა გაეგრძელებინა ოქსფორდში. ევანგულოვი და მისი შვილი ინგლისურად არაჩვეულებრივად საუბრობდნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, სკოტი კაიროში დაინიშნა მინისტრად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სკოტს იმ დროიდან იცნობდა, როცა პეტროგრადში, საელჩოში მდივნად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სკოტი თბილისის გავლით მიემგზავრებოდა კაიროში, სადაც მინისტრად დაინიშნა. მას ძალიან დატვირთული დღე ელოდა წინ.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს ლეილა ქავთარაძე იყო 6 წლის.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს ქეთევან ერისთავი იყო 6 წლის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრნენ: ორბელიანები და მისი 20 და 18 წლის ვაჟები, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი, ქალაქის მერი, არქეოლოგი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მისი ძველი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი და პროფესორი ვარია ყიფიანი.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ვარია ყიფიანი ბრიუსელში მუშაობდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მამუკა ორბელიანის 18 წლის ვაჟი იყო პიანისტი.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე ვარია ყიფიანმა ყველას წინაშე ისე გამოუცხადა ბავშვობის სიყვარულის ამბავი, რომ არც კი უგრძვნია უხერხულობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, იგი პეტროგრადში, საელჩოში მუშაობდა მდივნად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის უმთავრესი საფუძველია: 1) ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მინიჭება თითოეული ადგილობრივისათვის; 2) ადგილობრივ სამმართველოში მცოდნე პირების დანიშვნა და არა წოდებით უპირატესობის მინიჭება; 3) მოსამართლეების არჩევა ადგილობრივთა მიერ; 4) ყოველი თანამდებობის პირი პასუხისმგებელია საზოგადო სამართლისა და არა თავისი უფროსების წინაშე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლისათვის ქალაქის გამგეობისთვის 79 638 მანეთი გადადეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფომ 1877 წლისათვის ქალაქის პოლიციისთვის, ექიმებისა და პატიმრებისთვის 86 707 მანეთი გადადო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფომ 1877 წლისათვის ქალაქის განვითარებისა და მოვლისათვის 67 848 მანეთი გადადო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფომ 1877 წლისათვის სხვადასხვა გადასახადებისთვის 22 304 მანეთი გადადო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფომ 1877 წლისათვის ვალების დასაფარად 41 326 მანეთი გადადო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერი“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1876 წელს ქალაქ თბილისის შემოსავალი 339 551 მანეთი, ხოლო გასავალი 320 042 მანეთი იყო. ასევე, წარმოდგენილია სია თუ საიდან მიიღო ქალაქმა თანხა და რაში დაიხარჯა ის.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით მამუკა ივანეს ძე ორბელიანს ჰყავდა ორი ვაჟი, 18 და 20 წლისანი.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ვარია ყიფიანი 40 წელს გადაცილებული იყო.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ვარია ყიფიანმა მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე განუცხადა, რომ მრავალმხრივი იყო მისდამი დამოკიდებულება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საზღვაო ძალების უმცროსი ლეიტენანტი ლოუელი ადმირალმა ჯონ დე რობეკმა გამოგზავნა მის დასახმარებლად.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ლუციან გრიგოლის ძე მაქარიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით – გრეგორიანელი, სოციალური წოდებით – ექიმის შვილი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე იოსებ ივანეს ძე მალიავსკი იყო აღმსარებლობით რომაული წესის კათოლიკე, სოციალური წოდებით კამენეც-პოდოლსკის გუბერნიის გლეხის შვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ დაესწრო 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. კრების თავმჯდომარეობა მიუღია გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა თავმჯდომარის ამხანაგს, ანდრია პატარაიას. ზუგდიდელებმა არ იცოდნენ, რამდენად შეიძლებოდა კრების მოქმედების კანონიერების გაუქმება. არც წესდებაში ეწერა ამის შესახებ. ამიტომ ფაღავა სთხოვდა მთავარ გამგეობას, განემარტა ზუგდიდის განყოფილებისთვის ეს საკითხი.