საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80201

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფაელ სიმონის ძე ეზიკოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 44 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ არტემის ძე დუჩაიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მიხეილის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი დუქნები და 57 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერენტი გიორგის ძე მაჩიტიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, რიონის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი სახლი და 353 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილ ბეჟანის ძე გაბუნიასა და ოთარ დუტუს ძე ძაგანიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე, მდებარე ერთი ქვიტკირისა და ერთიც ხის ერთსართულიანი სახლი და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ და ნოშრევან ოქროპირის ძე ალავიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში, მდებარე ორსართულიანი სახლი და 224 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არონ, დავით, ისხაკა და მიხაილ ელოს ძე ბინიაურიშვილებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 7 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ანდრიას ძე მარჯანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, არქიელის გორაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი ბაღით და 1800 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ზურაბის ძე იოსელიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე მდებარე, ორსართულიანი სახლი სარდაფით და 440 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე რუხაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო გიორგის ასულ ყაუხჩიშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი სახლი და 264 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა მამუკას ძე მაღლაფერიძესა და ყარამან მიხეილის ძე კვესელავას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, მესხეთის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 215 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბუჭუას ძე რუხაძესა და სტეფანე ანდრიას ძე ახობაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე, ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისს შაჰმა ნასერ ალ-დინიმ თბილისში მუზეუმი დაათვალიერა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის „კანვაზე საკერი ანბანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 20 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას „ფშაველების ცხოვრებიდან“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძისთვის მიწერილი სილოვან თომას ძე ხუნდაძის წერილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისს შაჰმა ნასერ ალ-დინმა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და წმინდა ნინოს სასწავლებელი დაათვალიერა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 4 მაისს კავკავში მიმავალმა მამა ლეონიდმა ღამე მლეთის სამრევლო სკოლის დარბაზში გაათენა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ნასერ-ალ-დინის დასახვედრად ემზადებოდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი შაჰს, ნასერ ალ-დინის დახვდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში შაჰი ნასერ ალ-დინი ჩამოვიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ჩამოსულ შაჰ ნასერ ალ-დინის თავადაზნაურობა და ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი დახვდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის მცხოვრებ ღრმად მოხუცებულ ტასია ჯლანტიაშვილისას ახსოვდა ერეკლე მეფის ჯვრისწერა, იგი აცხადებდა, რომ დედოფალს ემსახურებოდა. ტ. ჯლანტიაშვილისა თავისი შთამომავლობის მეხუთე თაობას მოესწრო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სუჯუნას საქალებო სამრევლო სკოლა გუგუშვილის დაარსებული იყო.