რეგისტრირებული ფაქტები90612
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა კახეთიდან ჩამოტანილი 68 ძველი ხელნაწერი თბილისის საეკლესიო სიძველეთსაცავს შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუელში დაჭრილი ილია დავითის ძე ხერხეულიძე, რომელსაც ექიმებმა დაზიანებული ფეხი მოკვეთეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მცხეთის ტაძრის განმაახლებელმა კომიტეტმა დიდუბის ეკლესიის მღვდელს, მ. კ. ცინცაძესა და მ. ხახუტაშვილს შემოწირულობების შეგროვება დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზოია ცელიარიცკიმ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსი ფლაბიანე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, კუკიის სასაფლაოზე განსვენებულთა სულის მოსახსენიებელ წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს სამტრედიაში მექუდე ბეს. ბექიას ფარდული გაძარცვეს, საიდანაც 400 მანეთის ღირებულების ქუდის ტყავი წაიღეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 25 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დარაჯმა ფ. გაბელიამ ციმბირიდან გამოქცეული პატიმარი, მცხეთის მკვიდრი ლუკა გარსევანიშვილი შეიპყრო, რომელიც მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის განცხადება ალმანახ „კრებულის“ აღდგენისა და მისი რედაქციის ახალ მისამართზე გადასვლის შესახებ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვენაში სამკურნალოდ მყოფი მსახიობი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, თავს უკეთ გრძნობდა და მკურნალობის გაგრძელებას პარიზში აპირებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში შილერის ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ დაიდგა, რომელშიც ლადო ალექსი-მესხიშვილი და ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს ბრაღოჩინი მღვდელი სილიბისტრო ჩხაიძე მრევლთან შესახვედრად გურიის სოფელ მამათში ჩავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს იაგორ სუხიევმა, სოლომონ მამეკიშვილმა და გრიგოლ ჩერექოვმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიაკონმა მირიან ომანიძემ სოფელ ალის სამკითხველოს მანეთნახევრის ღირებულების წიგნები შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს მღვდელმა ალექსი კევლიშვილმა, გრიგოლ აბაიშვილმა და ალექსი გელაშვილმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოჩამჩირის სკოლის ყოფილი ზედამხედველი ბ. ხარავა სასოფლო რუსული სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ასკანის მამასახლისი ბ. ს. ჭეიშვილი გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგედ აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის ბოქაულად ბ. ქელბაქიანის დანიშვნის შემდეგ დაბაში საგრძნობლად შემცირდა ქურდობის, ყაჩაღობისა და აზარტული თამაშების შემთხვევები.

