საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91435

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალასთან. წულუკიძე იძულებული გახდა უკან დაეხია და დაეტოვებინა ბორჩალოს მაზრის ქვედა ზონა. დეკემბრის ბოლოს იგი თავისი შენაერთის ნარჩენებთან ერთად შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში გადავიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, გიორგი წულუკიძე ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად და იქ მყოფი ქართული სამხედრო გარნიზონის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში გიორგი წულუკიძე ქართულ ჯარში მსახურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 აგვისტოს გიორგი წულუკიძე 174-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 წლებში გიორგი წულუკიძე კავკასიის მე-11 მსროლელ პოლკს მეთაურობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობისას გიორგი წულუკიძე დაიჭრა, მაგრამ მაინც დარჩა ჯარში.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 6 დეკემბერს გიორგი წულუკიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 წლებში გიორგი წულუკიძე კავკასიის მე-4 მსროლელ პოლკში მსახურობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან გიორგი წულუკიძე ჯარში მსახურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკში.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს გიორგი წულუკიძემ თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი დაასრულა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს გიორგი წულუკიძემ განჯის სამხედრო პროგიმნაზია დაასრულა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში გიორგი წულუკიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

2013

ტიპი: ღონისძიება

2013 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გენერალ ვარდენ წულუკიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1916 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1907 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1916 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1911 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1916 წლის 7 იანვარს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს გენერალი ვარდენ წულუკიძე 14 პატიმართან ერთად თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე დახვრიტეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ვარდენ წულუკიძე ცენტრის 14 წევრთან ერთად დააპატიმრეს, საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი ვერ ათქმევინეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ხევსურეთში პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით აჯანყება მოეწყო.