რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ვინაიდან საზოგადოება დიდ გაჭირვებას განიცდიდა მიმიდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ შემდეგი ნივთები: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის თხოვნა თავისი წიგნის „საქართველოს ისტორიისთვის“ მისაცემი ჰონორარის – 25%–ის გარდა, მიეცათ კორექტურისა და დამატებითი სამუშაოსთვის გასამრჯელო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული თედო რაზიკაშვილი ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს წინარეხის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ეკატერინე გაბაშვილმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა საპასუხო ვიზიტით ინახულა გენერალი ფრიდრიხ ფონ კრესი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 15 სექტემბერს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ნიკოლოზ მთვარელიშვილი აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილი მიწის მესაკუთრეთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიევი ლაზარე ტურიევის ძმა იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანტონის გასვენებას დაესწრნენ: სამხედრო მინისტი გრიგოლ გიორგაძე, გუბერნიის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ამბროსი და საზოგადოება.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის ივლისში ნაძალადევში მხეცურად მოკლეს ქართული კლუბის მსახური ჭიჭიკო რუხაძე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

