რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 ოქტომბერს რკინისგზის მიმოსვლის უფროსი, ი. ს. შაიკევიჩი პეტერბურგში გაემგზავრა და მის თანამდებობის აღმასრულებლად ჟუკოვსკი დატოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 ოქტომბერს ქალაქის საბჭოზე ხმოსანმა ა. ა. იონესიანმა თქვა, რომ საბჭოს აღარ უნდა განეხილა ხოლმე ერთხელ გადაწყვეტილი საქმე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმესთან დაკავშირებული გარემოებები უცვლელი რჩებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთის სინოდალური კანტორის მდივნად ილია კიკნაველიძის მაგივრად სოფრომ მგალობლიშვილი დანიშნეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მახარაძე ქუთაისის მაზრის ბოქაულის თანამდებობას აღასრულებდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქუთაისში, გაგარინის ქუჩაძე ერასტო კემულარიას სამკერვალო ჰქონდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთში, სოფელ პატრიკეთში მდებარი ეკლესიის მღვდელი მ. ი. ხოჯავა იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი, რომელიც სამოსწავლო ოლქის დასათვალიერებლად იყო წასული, თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 ოქტომბრის “ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პ. ჯანელიძე ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მოხელე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქალაქის გამგეობის საგანგებო კომისიას გიორგი ქანანოვისთვის პურის ფქვილის ყიდვა დაუვალებია, რათა სანიმუშოდ პური გამოეცხოთ და გამომცხვარი პურის ფასი დაედგინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ვედენეევი სამსახურებრივი მოვალების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საბაღოსნო გამოფენის დასათვალიერებლად გორის საოსტატო სემინარიის რამდენიმე შეგირდი ჩამოვიდა. შეგირდების მეთვალყურე სუჩაკოვი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის გულშემატკივრები სათავადაზნაურო თეატრში უნდა შეკრებილიყვნენ, რათა აერჩიათ გამგე კომიტეტი, რომელიც პოეტის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენის 40 წლის იუბილეს დაგეგმვას გაუძღვებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ანდრია ღულაძე, ილია ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ქრისტეფორე მამაცაშვილი და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს კავკავში ვრასკი და კარნოვიჩი სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აპირებდნენ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატას ხელახლა უნდა განეხილა ჰუსეინ-ბეგ ასადულოვის საქმე, რომელსაც ბაქოს გუბერნიაში მდებარე სახაზინო ნავთიანი ადგილების უკანონოდ დაუფლება ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 ოქტმობერს ბარომ დე ბაი არქეოლოგიური კვლევების მიზნით ქუთაისში იმყოფებოდა და ბათუმში გამგზავრებას გეგმავდა.

