საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89831

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სამტრედიის თეატრში სანდრო კავსაძის მიერ გამართულ კონცერტ-წარმოდგენას ბევრი ხალხი დაესწრო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ივ. ბეჟუაშვილი ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს იოს. დარეხველიძე ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს შაქრო მიხეილის ძე საფაროვი ნაძალადევის თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის სტატია „სახალხო თეატრის ისტორია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან ს. შავკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის აბაზი შესწირა, ი. მაღალდაძემ – 10 კაპიკი.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 28-29 ოქტომბერს ქუთაისის სასამართლომ განიხილა ქუთაისის პოლიცმეისტერად ნამყოფი კ. სვიმონოვის საქმე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 ოქტომბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს თბილისის მაზრის უფროსის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის მოხსენება ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკიტა თალაკვაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში პირველი გასტროლი ჰქონდა ნინო პლატონის ასულ ჩხეიძისას. მასთან ერთად წარმოდგენებში მონაწილეობდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი, ვალერიან ლევანის ძე გუნია.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 1904 წლის 30 დეკემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სამთავროს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნინო გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია 3 იანვარს, დილის 10 საათზე, მცხეთის წმ. ნინოს ეკლესიაში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან იაგორ ყურკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 10 შაური შესწირა, ვ. სუხიტაშვილმა – 30 კაპ.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალ. მილაშევსკი ქალაქ სარატოვის გამგეობის წევრი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გოგიტიძემ, მგალობლიშვილმა, გაჩეჩილაძემ, ჩხიკვაძემ, ნახუცრიშვილმა, ღლონტმა, კარიჭაშვილმა, კობახიძემ, ქიქოძემ, თარხნიშვილმა, დევდარიანმა, ეპიტაშვილმა, ფალიაშვილმა, მონადირაშვილმა, ა. ნათაძემ, ყარაშვილმა, ქუთათელაძემ, მიქაბერიძემ, ჩიტაძემ, უ. კ. ჩიტაძემ, სათავადაზნაურო სკოლის უფასო სასადილოს საახალწლოდ თანხა შესწირეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასახლის ქუჩაზე, დავით პაატას ძე მაჭავარიანის სახლში, „რევიშვილის“ სისტემის კარ-ფანჯრების საკეტები იყიდებოდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 1-ელი იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელმა ბიჭაშვილმა საკერავი მანქანის ქურდობისთვის ალექსი გოგიშვილი დააპატიმრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ჩეტრიშვილმა გიორგი სულაძე დანით დაჭრა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დამნაშავე კი, დააპატიმრეს.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის 29 დეკემბერს ავჭალაში ისიდორე ნატმელაძეს ტრამვაი დაეჯახა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოროზოვის სავაჭრო სკოლის მოსწავლე პოლტორაცკიმ გენერალ ტრეპოვს მოწამლული ტყვიები ესროლა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაბუსოვი ექიმი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დეპუტაცია გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით პეტერბურგში გაემგზავრა, რათა სამინისტროს წინაშე ეშუამდგომლა ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლების შეცვლის თაობაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდუბის მცხოვრებმა მელიქ ქიშმირიანცმა ქალაქის გამგეობას სთხოვა, ნება მიეცათ, დიდუბეში იჯარით გაეხსნა ქალაქის ხორცის დუქანი და თავად ყოფილიყო გამგე. ქალაქის გამგეობისა და გამგე-კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ მისი განცხადება განიხილა და განაცხადა, რომ კერძო პირებს ქალაქში დუქნების მოწყობის უფლებას არ მისცემდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე რეიტერი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 14-ჯერ დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ანტონ ყორღანოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 18-ჯერ დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ალექსის ძე ჩითახოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 19-ჯერ დაესწრო.