საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90615

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ (რედაქტორი გრიგოლ ჭელიძე) ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის შრომის სკოლაში მასწავლებელი სჭირდებოდათ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სოლოგუბი ხონში მარინეს ქალთა სკოლის გამგე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოლოგუბი აჯარიმებდა ხონის ქალთა სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებიც ქართულად ლაპარაკობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძემ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიური კრება გახსნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილისთვის პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს ივანე საყვარელიძე შორაპნის მაზრაში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს იოსებ ნადირაძე რაჭის რწმუნებულად დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ (რედაქტორი გრიგოლ ჭელიძე) ცნობით, ხონში პროგიმნაზიის მეექვსე კლასი გაიხსნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვარლამ იმნაძე ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლ იანვარს პავლე ჩხენკელი გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრის მდივნის თანამდებობიდან სამხარეო სამუშაო ცენტრში მდივნად დანიშვნის გამო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზესტაფონის არჩევნებში კიტა აბაშიძეს 38 რწმუნებული მიემხრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი თავად-აზნაურთა ერთი ჯგუფის კანდიდატი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 ივლისს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ეთნოგრაფიულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ნოველების თარგმნას აპირებდნენ. ხახანაშვილმა წერეთელს სთხოვა, მისთვის თხზულებათა კრებული გაეგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ფოსტისთვის ეცნობებინა, ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლის ოქტომბრის ხელფასი დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად ეკატერინე კედიასთვის გაეგზავნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო უორდროპებს ვეღარ ესტუმრა, ამიტომ მათთან მისვლას შობისთვის გეგმავდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში ექიმი ივანე დიმიტრის ძე ბოკერია ქუთაისის ქირურგიულ და ქალთა სნეულებების საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში ქუთაისში ბ. ა. მირაქოვი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში ქუთაისში ე. ი. ბუდაგოვსკისა ბებიაქალი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში ი. ტოგონიძე ქუთაისში ექიმად მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა გამოეცა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისა და მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ლექსიკონები. უსახსრობის გამო გამგეობამ ლექსიკონების გამოცემა ვერ შეძლო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართული თეატრის სეზონის გახსნას ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პიესა „ღალატით“ გეგმავდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ივლისს გრიგოლ პორფილეს ძე პატარაიამ აიღო მოწმობა, რომ ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძემ საჩხერის არჩევნები გაასაჩივრა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე სარევიზიო კომისიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, მდივნად – გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.