რეგისტრირებული ფაქტები90619
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის გაზაფხულზე ნაძალადევში გრიგოლ ჩარკვიანის მეთაურობით მუდმივი წარმოდგენების გასამართად ამხანაგობა შედგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1900 წლებში თედო სახოკიას წერილებს მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ცნობილი ქომაგი და რუსეთში გავლენიანი პირი, ნიკოლოზ დურნოვი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1900 წლებში ნიკოლოზ დურნოვი სოხუმის ოლქის მორწმუნე ქართველობას გულშემატკივრობდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898-1900 წლებში საქართველოს ეკლესიის ქომაგი ნიკოლოზ დურნოვი რუსეთში გავლენიანი პირი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს გურიაში დაბრუნებულ თევდორე კიკვაძეს არ სურდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ამიტომ კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძე ხარკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, უკვე გარკვეულად მარქსისიტი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პლიუშჩევსკის დაუტოვებია წერილი, რომელშიც აღწერს, რომ 15 დეკემბრიდან ემზადებოდა კონსტანტინე მუხრანბატონზე თავდასასხმელად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოძიება იმ საქმისა, რომლითაც განსვენებული პლიუშჩევსკი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონს 98750 მანეთს ედავებოდა, კვლავაც გრძელდებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მთავრობის განკარგულებით ახალციხის მაზრის პოლიციის ბოქაული, ელიზბარ გუგუშვილი თბილისში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

