რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 მარტს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა დამსწრეებს წაუკითხა კავკასიის მეცხვარეთა ამხანაგობის წესდება. მისი შინაარსი დამსწრეთა ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადაიდო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 28 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქალაქის ნოტარიუსად ა. გ. Მამიკონოვის მაგივრად ნ. ს. ფედოროვი დაინიშნა.
1897
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1897 წლის 28 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნინა ივანეს ასული სვიმონოვისა ქუთაისის პოლიცმეისტერის მეუღლე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცელში“ ერმილე ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა ფოთის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგ ეფიმ ინასარიძეს, რომელიც ამ სასწავლებელში სწავლის დროს ფინანსურად ეხმარებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვერის წმინდა ნიკოლოზის საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში საკვირაო სკოლა გაიხსნა. სკოლის გამგედ სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი დანიშნეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ერევნის ოლქის სასამართლოს ბრალმდებლის მოადგილე სტრადომსკი ქუთაისის ოლქის სასამართლოში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მარტს თბილისში ალექსანდრე დავითის ძე ნაკაშიძე ჩამოვიდა და სასტუმრო „კავკაზში“ დასახლდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მარტს მიტროპოლიტმა ვლადიმერმა ქალთა პირველი გიმნაზიის ეკლესია აკურთხა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს განყოფილებამ ჯიბო კაკაშვილი თემო კაბულაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელზეც ნინა სვიმონოვისას ვერის განაპირა უბანში მდებარე მიწისა და გზის თაობაზე ედავებოდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 მარტს თელავის თვითმართველობის კრებაზე იმსჯელეს ისაკ გოშაძის შესახებ, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე კრება გააცდინა. ზოგიერთი წევრი თვლიდა, რომ გოშაძე ამის გამო უნდა დაეჯარიმებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 მარტს თელავის თვითმართველობის კრებაზე მიხეილ თათუზოვმა დამსწრეებს მოახსენა, რომ თვითმართველობის ზოგიერთი წევრი კრებებს აცდენდა, ეს კი მათ საქმიანობას აბრკოლებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამეურნეო ბანკის კრებაზე ბანკის დირექტორად ვასილ როსტომის ძე ყიფიანი აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამეურნეო ბანკის კრებაზე ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 მარტს გამართულ თბილისის სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების კრებაზე ილია ჭავჭავაძე და დავით კეზელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 მარტს თბილისის სამეურნეო ბანკის წევრთა წლიური კრების თავმჯდომარედ ივანე ზაქარია ძე ანდრონიკაშვილი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 მარტს თბილისის სამეურნეო ბანკის წევრთა წლიური კრება თულაევმა გახსნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 მარტს თბილისის საკრედიტო საზოგადოების კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ალიხანოვი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის გუბერნატორობისას სოფლების პურის მაღაზიები კარგ პირობებში იყო. ადრე ქართლში სოფლის მაღაზიებისთვის პური გროვდებოდა, თუმცა მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა და შეგროვებული პური ისე იკარგებოდა, სოფელს არაფერი რჩებოდა. გიორგი შარვაშიძემ პურის ამბარდნებს ზედამხედველები დაუნიშნა, რის შედეგადაც სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქ სიღნაღის საქალებო სასწავლებლის პედაგოგს, ყაზახოვისას სიღნაღში დიდი რაოდენობით აბრეშუმის ჭიის მოყვანა განუზრახავს.

