საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87221

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე თბილისის გუბერნატორი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილმა მეორე კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი კონსერვატორიაში მივიდა გასაუბრებაზე და ხმით ისე მოხიბლა პედაგოგები, რომ სახელმწიფო დაფინანსებით მიიღეს სასწავლებელში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში გამოქვეყნდა შიო მღვიმელის ლექსი „ქარო, დაჭრილი ლომივით“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში დავით კლდიაშვილის მოთხრობა „წრფელი გული“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პოდპოლკოვნიკი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ჩერნომორსკის გუბერნატორის მოადგილეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ერკმან-შატრიანის მოთხრობის „გლეხი კაცის ისტორია“ პირველი ნაწილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ალექსანდრე სლოვინსკი გორის საოსტატო სემინარიის დირექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პოლევსკი გორის საოსტატო სემინარიის პედაგოგი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის ზაფხულში გორის სემინარიის 12 მოსწავლე მასწავლებელ პოლევსკის ხელმძღვანელობით ფერმის დასათვალიერებლად და რამდენიმე საგნის შესასწავლად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გაგზავნეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ელ. მამულაშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობა „დედა“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანე ბუქურაულის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანოვიჩის წერილი „უმამულოდ დატოვება ხაზინებისა“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ამირაღოვს დუშეთში ქსოვილების მაღაზია ჰქონდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში გამოქვეყნდა ი. ჩარექაშვილის სტატია „საერო განათლება ქუთაისის გუბერნიაში 1894 წ.“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ივანე ხაჩატუროვი „Тифлисский листок“-ის რედაქტორი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს სამედიცინო აკადემიის 112 კურსდამთავრებულიდან 2 იყო კავკასიელი – სომეხი მათევოს ავესტიანი და ქართველი თევდორე ახვლედიანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ალექსანდრე შავერდოვი დუშეთში ამირაღოვის ქსოვილის მაღაზიის გამყიდველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1917 წლებში იოანე პავლეს ძე ჭიჭინაძე თლუ­ღის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1898 წლებში ფილიპე სიმონის ძე გოცირიძე იწის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისადმი მიმართული საახალწლო შარჟები. გაშარჟებულია გაზეთი „ივერია“ და თბილისის სათავადაზნაურო ბანკი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მელიტონ ბალანჩივაძემ აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერის“ მიხედვით დაწერა პოემა იმავე სათაურით.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დომენტი ტარასის ძე ღურჭუმელია-ღურჭუმელიძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1914 წლებში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაფარიძე ურა­ვის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.