რეგისტრირებული ფაქტები88778
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“, საიდანაც ვგებულობთ, რომ ავტორმა სამხრეთ საქართველოს სოფლებში (ხიზაბავრა, ხერთვისი, ბარალეთი, ტოლოში, ქილდა, მუსხი), სადაც ქართული არ ისწავლებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემული 300 ქართული წიგნი ჩაიტანა.
1896
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“, რომელშიც სამხრეთ საქართველო იყო აღწერილი. ავტორი აღნიშნავს, რომ ახალციხის მოსახლეობა მრავალეროვანი იყო: სომხები, ფრანგები, ებრაელები.ყველანი ქართულად საუბრობდნენ, გარდა ბოლო დროს ერზრუმიდან გადმოსახლებული სომხებისა.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 17 აპრილს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორს საიდუმლოდ შეატყობინა, რომ თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ტენდენციური“ ფელეტონი „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“. ის გაზეთის მიმართ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებას მოითხოვდა.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტერ-მინასოვის წერილი იმის შესახებ, რომ იმ დღეს მის ვექსილს აზოვის ბანკში ვადა გასდიოდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა ნიკოლაევში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა სახბანკის ქალაქ ნიკოლაევის განყოფილების გამგესთან გამოცხადდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში იაკობ ფანცხავა მსახურობდა ბუღალტრის თანამდებობაზე სახბანკის ნიკოლაევის განყოფილებაში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 22 მარტს გიორგი ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 მარტს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა, სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი, წაიკითხა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა 1895 წლის მდგომარეობით ქუთაისის გუბერნიის მიმოხილვას და აგრეთვე ანგარიშს თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში სამეგრელოს თავად-აზნაურთა უფლებებს. მოხსენებაში იგი აგრეთვე განიხილავდა თავად-აზნაურთა ზნეობრივ, გონებრივ და მატერიალურ განვითარების დონეს და მსჯელობდა მათი ამაღლების აუცილებლობაზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 მარტს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს 10 თუმანი სთხოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 16 მარტს კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესია აკურთხა ჭელიშის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნიკიფორემ.

