რეგისტრირებული ფაქტები80232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ათანასე პეტრეს ძე დუნდუა, მარო ალექსანდრეს ასული იაშვილი, ბაგრატ ფილიპეს ძე კალაძე, მაქსიმე ისიოდრეს ძე კორძაძე და ნესტორ გიორგის ძე კობრავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის საქართველოს კალენდარში ვაჟა-ფშაველას, რაფიელ ერისთავისა და პეტრე უმიკაშვილის ფოტოები გამოქვეყნდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ადმინისტრაციულ სექციას გამოუყო 32 103. 53 მანეთი (დაიხარჯა – 27 411. 25), სასკოლო სექციას – 13 767 (დაიხარჯა – 16 469. 46), ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას – 3 390 (დაიხარჯა – 3 140. 73).
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 თებერვლიდან ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილის თავმჯდომარეობით მოქმედება დაიწყო არმავირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გამგეობამ. წლის განმავლობაში განყოფილებამ 17 სხდომა გამართა და 20 საქმე განიხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილის თავმჯდომარეობის დროს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების შემოსავალი 1996. 12 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 998. 17 მანეთი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილება დაარსდა. ამ განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ ივანეს ძე კალანდარიშვილი, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე გიორგის ძე მაღალაშვილი, რაჟდენ ლევანის (სოლომონის) ძე ნაცვლიშვილი და სერგო ლევანის ძე ღოღაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, შემოსავალი ნავარაუდევი ჰქონდა 54 760. 53 მანეთი, რეალურად კი – 57 803.67 მან. იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ალექსი ლობჟანიძე, ილია უნგიაძე, პეტრე მეტრეველი და სამსონ მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრები იყვნენ. განყოფილებას 36 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თბილისში თავადაზნაურთა საზოგადოება „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ ფუნქციონირებდა. საზოგადოების თავმჯდომარე კონსტანტინე მუხრანბატონი იყო, მოადგილე – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა, წევრები – მიხეილ ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ილია წინამძღვრიშვილი და სხვანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ სოლომონის ძე ქებაძე, ალექსი ივანეს ძე ალხაზიშვილი და ამბერკი თომას ძე ელიავა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მარიამ მაყაშვილისა გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიის ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მუხრანბატონი, თავმჯდომარის ამხანაგი – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მიხეილ ყიფიანი, პავლე ყიფიანი, ილია წინამძღრიშვილი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ.