რეგისტრირებული ფაქტები87220
სორტირება თარიღი კლებადობით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის პირველდაწყებითი ქართული სასწავლებელი საგნების სწავლების დროს ხელმძღვანელობდა კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის რჩევის მიხედვით გამოცემული და 1881 წლის 13 იანვარს კავკასიაში ხელმწიფის მიერ დამტკიცებული სამოსწავლო გეგმის მიხედვით.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე (საშა) გიორგის ძე ჯანდიერი 1894 წლის ივლისში თელავის მაზრის სოფელ ახმეტაში დაიბადა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 19 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა ილია ჭავჭავაძეს ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის თბილისის საადგილმამულო ბანკში ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნა სთხოვა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოდესიდან დაბრუნების შემდეგ დუტუ მეგრელმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიას მიმართა თხოვნით, აეყვანათ იგი იმ დროისთვის გათავისუფლებულ ზედამხედველის თანამდებობაზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27-30 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას და მხარი დაუჭირა სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების – კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის სამედიცინო განათლების მისაღებად სტიპენდიების დანიშვნას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 მაისს ვერაზე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავად სადილი გამართა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ფურცელაძე დამფასებელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წლის 24 მაისს, დილის 9 საათზე, ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ აფხაზ-მაყაშვილისა კუკიიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს და წირვის შემდეგ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე სათავადაზნაურო სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით გამოვიდა. კრების მონაწილეებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე დისწულის გარდაცვალების გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას ვერ დაესწრო.
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი–მაყაშვილისა.

