რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს არისტო კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის პანაშვიდი გადაიხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გრაფი ტატიშჩევი, კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე ამილახვარი და სხვ. სიონის ტაძარში ნიკოლოზ II-ის გამეფების თარიღის აღსანიშნავ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვის გამეფების სადღესასწაულო დღეს, სიონის ტაძარში ეგზარქოსმა ვლადიმერმა გორის ეპისკოპოს ალექსანდრესთან ერთად წირვა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი უნდა ყოფილიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბერს რომანოზ იაგორის ძე ჯავახიშვილმა პოლიციაში განაცხადა, რომ მოსამსახურემ 152 მანეთი მოჰპარა და გაიქცა. პოლიციამ მოსამსახურე დააკავა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 19 ოქტომბერს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ტიხანოვი შავიზღვისპირეთის გუბერნატორად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს ნასვამმა გიორგი კუხიაშვილმა სუმბათოვის ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ალექსანდრა ლუკიანოვისა დანით დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე ცხენის რკინიგზის კონდუქტორმა ალექსანდრე ტოლინსკიმ მგზავრ სოფია მეკლერს სილა გაარტყა. კონდუქტორი პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისიდან გამგზავრების სამზადისში მყოფ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისელებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმე განიხილეს. პროცესის თავმჯდომარე იყო ლიტოვჩენკო, პროკურორი კი – ჟუკოვსკი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის, ქალაქის ინჟინერმა, მერჟანოვსკიმ, თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ბართლომე კილაძისა და ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა მამია გურიელის თხზულებები ავტორის სურათით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძისას პნევმონია ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „მე მინდა კნეინა გავხდე“ და „დროებითი სიყვარული“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში კავკასიის მთავარმართებელი, გენერალ-ადიუტანტი სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი ავად იყო.

